„დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება.  ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს“- უკრაინის ელჩი სააკაშვილს

უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით:

-„ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ, ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა,ა ფოკუსირება ხდება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება.  ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარებათ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

იმედი აქვს, ერთი კონკრეტული პირის, – უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ორი ქვეყნის მეგობრობას.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს კომენტარის გაკეთება იმ პირთა განცხადებებზე, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, სააკაშვილის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

ვიმედოვნებ, =ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს, უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის“.

 მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, -დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

კომენტარები