-„პრემიერმა თქვა, – 30 წლის წინ საათივით აწყობილი ქვეყანა გვქონდა და ჩვენივე ხელით დავანგრიეთო და ნაცებმა ატეხეს პანიკა… რა თქვა არასწორი?“-დავით თორდია

-„პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, – 30 წლის წინ საათივით აწყობილი ქვეყანა გვქონდა და ჩვენივე ხელით დავანგრიეთო და ნაცებმა ატეხეს პანიკა, პრემიერი საბჭოთა კავშირს მისტირისო.
რა თქვა არასწორი? დედა უტირეს ქვეყანას, გაანადგურეს და დაყიდეს ფაბრიკა-ქარხნები, ყველაფერი ჯართში ჩააბარეს, ახლა რომ მილიონერები არიან და ხაზარაძეებისნაირები ბლატაობენ ქვეყნის ნაქურდალით, სააკაშვილმა კიდევ ყველაფერი რუსებზე გაასხვისა.
დიახ, სწორად თქვა ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, დარწმუნებული ვარ ყველა წესიერად მოაზროვნე ასე ფიქრობს, მაშინ ქვეყანაზე და ხალხზე არავის უფიქრია, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობდა”, – წერს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ლიდერი 41-ის“ ადმინისტრატორი, ბლოგერი დავით თორდია.

კომენტარები