დეკანოზი: სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევიათ

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,სამწუხაროა, რომ წმ. თამარის უნიკალური ფრესკა ჩამოსაჯდომ-მისაყუდებელ ადგილად უქცევია ყინწვისის მონასტრის დღევანდელ მწყემსებს. როგორ დაგვიქვეითდა გრძნობა, მოწიწება და გონიერება ერთია, მეორე ის რომ ამით ფრესკის ქვედა ნაწილის გაცრეცვა-წაშლის საფრთხე შეიქმნა. არ დასრულდა თვითნებური და უგნური თვითშემოქმედება ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ მონასტერში”, – წერს დეკანოზი

 

 

კომენტარები