დემოკრატ სენატორთა ჯგუფმა ჯო ბაიდენს სთხოვა ინაუგურაციის შემდეგ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკას გადახედოს

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით მშვიდობას, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სირთულეებით, რომლებიც ამ შეთანხმებებს თან ახლავს, ისინი არაფერს აკეთებენ მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის საკითხის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ტრაგიკული დასასრულის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, შეერთებულ შტატებს და საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ გადაედგათ.
ვკითხულობთ აშშ – ს წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის ადამ შიფის ვებ – გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

”ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ შევეგუეთ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხისტ რიტორიკას და შედეგი ახლა აშკარაა. (საპრეზიდენტო) თანამდებობის დაკავების შემდეგ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ ყველა ბერკეტი არსებული მოცემულობის შესაცვლელად, იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საშუალება მიეცეთ მათ თვᲘთ გამორკვევის.

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის სენატორებმა ბაიდენს და “ახალ ადმინისტრაციას” მოუწოდეს შეაჩერონ აზერბაიჯანის სამხედრო დახმარება და შეუერთდნენ მოლაპარაკებებს მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ რომელიც იმართება ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით.

უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარება და გადაწყვიტოს სომეხი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი. გარდა ამისა, წერილის ავტორების აზრით, საჭიროა “გადაიხედოს აშშ-ს პოლიტიკა თურქეთთან მიმართებაში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, სენატორების აზრით თურქეთი არაერთხელ მოქმედებდა შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ”

წყარო : https://vz-ru.turbopages.org/vz.ru/s/news/2020/11/14/1070537.html?promo=navbar&utm_referrer=https%3A%2F%2Fzen.yandex.com

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები