დემურ გიორხელიძე: ქართული ნაგავი ამერიკულ ანალოგიურ ნაგავზე უფრო საზიზღარია, რადგან ქართველს (თუ გათახსირდა), თახსირობაში სხვა ვერა სჯობს!

– “ზუსტად 4 დღის წინათ, როცა ჩემები იყვნენ სამხრეთ დაკოტაში –
ეს სურათი დავდე… ეს რაშმორის მთაა!
ცხადია, ეს მთა მოინახულეს და ბიჭებს ძალიან მოეწონათ!

უკან აშშ-ს ოთხი პრეზიდენტის ქვაში გამოკვეთილი ბარელიეფია:
ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის,
თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნისა…

სწორედ გუში, 4 ივლისს, ამ მთის ძირას,
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალზე შთამბეჭდავი და რეზონანსული სიტყვა წარმოთქვა!…

სწორედ ასეთი პოლიტიკური ელიტა, რომლის წარმომადგენელიც ბატონი ტრამპია, აგვარებს პრობლემებს და თქვენ ნახავთ, შემოდგომაზე როგორ გახვეტენ ამერიკელები იმ ნაგავს, რასაც პრეზიდენტმა ”მემარცხენე ფაშიზმი” უწოდა და რომელიც აშშ-ს უნივერსიტეტებში იქნა კულტივირებული…

ამის შესახებ ცალკე დავწერ, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაეცნობით ამ სიტყვას – ინტერნეტში უამრავი მასალაა…
ღირს ამად! უამრავ ანალოგიას ნახავთ ქართულ პრობლემებთან.

თუ აშშ-ს უნგრევდნენ ისტორიას,
თუ შეურაცხყოფდნენ მათ ისტორიულ გმირებსა და ფასეულობათა სისტემას, –
ამერიკელებმა ეს იგრძნეს – იგრძნეს საფრთხე და მათ ეყოფათ ძალა, ეს ნაგავი გახვეტონ და უძლიერესი სახელმწიფო ისევ აღადგინონ!

ქართველებს კიდევ უფრო დიდი საფრთხე უდგათ წინ და სულიერი და ფიზიკური ძალა მოვძებნოთ საკუთარ თავში, თორემ გათახსირებული და 30 წელი ხელისუფლებებსა და საუკეთესო პირობებში, ქვეყნის გათახსირება-დაქცევის ხარჯზე კარგად მყოფი და აგრესიული ქართველი ნაგვები, მალე უბედურებას გადაგვყრიან…

ქართული ნაგავი ამერიკულ ანალოგიურ ნაგავზე უფრო საზიზღარია, რადგან ქართველს (თუ გათახსირდა), თახსირობაში სხვა ვერა სჯობს!” – წერს დემურ გიორხელიძე

კომენტარები