„დიდი იმედი გვაქვს, – ასევე წარმატებით წარიმართება კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც- „OMV Petrom SA“-ის შემოსვლა საქართველოში სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ“-ნათია თურნავა

-„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, – ასევე წარმატებით წარიმართება კომპანიის საქმიანობა საქართველოშიც. დიდი წვლილი იქნება შეტანილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში იმიტომ, რომ ნავთობის მოპოვება პერსპექტიული დარგია. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე.

ის ფაქტი, რომ ასეთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფი პანდემიის მიუხედავად შემოდის საქართველოში, სწორედ იმაზე მეტყველებს, – ჩვენი საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც ვერაფერი დააკლო. პირიქით, -ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი თავისი დარგის ლიდერი კომპანიების შემოსვლისა როგორც მრეწველობაში, აიტი ინდუსტრიაში და სხვ.

კომპანია „OMV Petrom SA“- ი განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე  დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება, – რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ „OMV“ – ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. ამით საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფოს და კომპანია „OMV Petrom SA“-ს შორის II სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

კომპანია „OMV Petrom SA“ – ი, რომლის თანადამფუძნებელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანია „OMV GROUP“, ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით.“, – განაცხადა   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები