„დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გახსნა.

„გამოვეხმაურები პარლამენტში ჩემს მოსმემას. .

ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, – განაცხადა თადუმაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე, მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს, რომან გოცირიძემ ჰკითხა:-  „ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა“.

თადუმაძემ უპასუხა: – „არ ვიცი“.

კომენტარები