დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ.

-„დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს პრეზიდენტი,  დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვირუსი მის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა, შემდეგ პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირება ჩაუტარეს.

კომენტარები