დოქტორი თინათინ გოცაძე: ამიტომ არ ვენდობი ექსპერიმენტულ ვაქცინებს და მათ შორის Pfizer-ს! მიპასუხეთ ამ კითხვებზე და გამიქარწყლეთ უნდობლობა!

არც ერთი ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში მოსახლეობას კოვიდის პრევენციის მიზნით ცრიან – სანდო არ არის. ფაქტობრივად საექსპერიმენტო ამ პრეპარატებს უამრავი ექიმი საქართველოშიც უცხადებს უნდობლობას.

– ქართველი საზოგადოების ნაწილი Pfizer-ით აცრაზე ოცნებობს და არც კი იცის მისი მწარმოებელი კომპანიის კრიმინალური წარსული! – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ექიმმა და ჟურნალისტმა, საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია „ლაზაროსის“  სამკურნალო მიმართულების  ხელმძღვანელმა,

მედიცინის დოქტორმა თინათინ გოცაძემ:  

 

– დღეს, როცა  დაფარული გაცხადდა და საბოლოოდ მოეფინა ნათელი იმას, რომ ვაქცინები კი არ შეიქმნა პანდემიასთან საბრძოლველად, არამედ პანდემია ხელოვნურად შექმნეს ვაქცინაციისთვის, როგორ შეიძლება ვინმე ხსნას ხედავდეს უცნობი ექსპერიმენტული  პრეპარატებით აცრაში! გაუგებარია, რატომ არ აძლევენ ადამიანებს  უფლებას, უნდობლობა გამოუცხადონ,  მაგალითად, Pfizer-ს,  მუდმივად დამნაშავე კომპანიას, რომელიც ჯიუტად არის დაკავებული უკანონო საქმიანობით და რომელსაც უცხოეთში „რეციდივისტს“ უწოდებენ, რასაც პირადად  მე სრულებით  ვეთანხმები!

ამას რაზე დაყრდნობით აცხადებთ?

– 2010 წელს ჟურნალში „Europe PMC“ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ამხელდა Pfizer-ის, როგორც მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული კომპანიის ხანგრძლივ კრიმინალურ ისტორიას. არადა, სწორედ ამ კომპანიის ექსპერიმენტული პრეპარატით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უამრავ ადამიანს თვალისდაუხამხამებლად  ცრიან. უცხოელი ექსპერტები შეშფოთებას ვერ მალავენ – როგორ შეიძლება ამ  მრავალმილიარდიან „რეციდივისტ“ გიგანტს დააკისრო მსოფლიო საზოგადოების ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობა… პასუხად, კიდევ ერთი საგანგაშო დასკვნა იკვეთება – კორუმპირებული და არასანდოა ყველა ის ორგანო თუ მარეგულირებელი, რომელიც ამ კომპანიის პრეპარატს უნთებს მწვანე შუქს. ეს ამჟამად უკვე ნათელია ექსპერტებისა და ამ სფეროში ჩახედული სპეციალისტებისთვის, თუმცა, უცნობია რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ასაცრელად რიგში ჩადგნენ, მაგრამ დაღონებულები არიან, რადგან Pfizer-ი არ შეხვდათ. არ იფიქროთ, თითქოს ვაქცინაციისთვის მოწოდებული სხვა პრეპარატები და მათი მწარმოებლები,   “ანგელოზები არიან”, ნებისმიერ მათგანს ასევე აღმაშფოთებელი და  საგანგაშო ისტორია უკავშირდება.

–  Pfizer-ის კომპანიამ კონკრეტულად რა დანაშაული ჩაიდინა?

– კვლევის ავტორი, ცნობილი ექიმი, მეცნიერი და  საზოგადო მოღვაწე – რობერტ ჯონ ევანსი ასაბუთებს, რომ  კომპანია Pfizer-ი მუდმივად არის დაკავებული  უკანონო და კორუმპირებული მარკეტინგული პრაქტიკით, მისი ამოცანაა ექიმთა მოსყიდვა და ანალიზების არასასურველი შედეგების აღკვეთა, წინასწარ დაგეგმილი პრეპარატების  გასაღების მიზნით. „2002 წელს ამ კომპანიას თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად 3 მილიარდი დოლარის ანგარიშსწორება მოუწია  სისხლის სამართლის ბრალდების, სამოქალაქო ჯარიმებისა და ნაფიც მსაჯულთა განაჩენის გამო, 2009 წლის სექტემბერში კი – 2.3 მილიარდი დოლარის, ანუ  Pfizer-მა ახალი რეკორდი დაამყარა როგორც  სისხლის სამართლის ჯარიმების, ასევე   ზოგადი სასჯელების კუთხით“- ვკითხულობთ ჟურნალში. ევანსის ვრცელ სტატიაში პირდაპირ არის ჩამოთვლილი Pfizer-ის ის პროდუქტები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ იყიდებოდა არადანიშნულებით გამოყენებისათვის, რამაც არაერთი პაციენტის ტრავმირება და სიკვდილი გამოიწვია; განხილულია უამრავი ფაქტი, როგორ ქრთამავდა ექიმებს  Pfizer-ი ევროპის წამყვან  ქვეყნებში იმისათვის, რომ მათ  საბრალო პაციენტებისთვის გამოეწერათ კონკრეტული პრეპარატები არასანქცირებული მიზნებისთვის. სიაში ჩამოთვლილია – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ანტიბიოტიკი, ატიპური ანტიფსიქოზური საშუალება და სხვა მრავალი პრეპარატი, რომელთა ნაწილი გაყიდვიდან იქნა ამოღებული!

– კომპანიის პოზიცია როგორია – აღიარებს ამ ყველაფერს  თუ, უარყოფს?

– Pfizer-ის  შვილობილ კომპანიებს არაერთი მძიმე  დანაშაული აქვთ ჩადენილი; ცნობილია არაერთი საქმე, რომელშიც ამ კომპანიებმა აღიარეს დანაშაული და კანონდარღვევა. მაგალითად, 2007 წელს Pfizer-ის   შვილობილმა კომპანიამ „Pfizer  Pharmacia & Upjohn (P&U)“  გადაიხადა 34 მილიონი დოლარი  და საკუთარი პრეპარატების ე.წ ფორმულარში შეტანის მიზნით  ცალკეულ ინსტანციათა მოქრთამვაში დამნაშავედ ცნო თავი. „Pfizer  Pharmacia & Upjohn (P&U)“ -მ დიდძალი თანხა გადაიხადა და გააფორმა  ხელშეკრულება გამოძიებისა და დევნის გადავადებისათვის. საქმე ეხებოდა გენოტროპინის (ადამიანის ზრდის ჰორმონის (HGH) -სომატროპინის კომპანიისეული საფირმო სახელწოდება) ულიცენზიოდ გავრცელებას.

სამი წლით ადრე, 2004 წელს,  Pfizer -ის შვილობილმა კომპანიამ  „Warner-Lambert“ -მა დამნაშავედ ცნო თავი და 430 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო ბრალდების მოხსნისთვის ნეირონტინის (გაბაპენტინის) თაღლითური მარკეტინგისთვის. ეს პრეპარატი თავდაპირველად შეიქმნა  ეპილეფსიის სამკურნალოდ, ხოლო შემდგომ   Warner-Lambert-მა ის ნევროლოგიური ტკივილის მოხსნისთვის, მათ შორის შაკიკთან დაკავშირებული ტკივილის შემსუბუქებისთვის არადანიშნულებით განსაზღვრა!

 – როგორ მოიქცეს პატიოსანი ექიმი? რომელი ფირმის პრეპარატს ენდოს და რა დაუნიშნოს პაციენტს?

– სრულებით არ არის გასაკვირი საბრალო პაციენტთა სტატიკური და უკურნებელი მდგომარეობები, პრაქტიკულად  ტყუილად უწევთ  ძვირადღირებული აბების ყლაპვა, რადგან ეს უკანასკნელი  არც ანთებას აცხრობს, არც ტკივილს აყუჩებს და არც კურნავს. Pfizer -ის კრიმინალური ისტორია ამით არ შემოიფარგლება. მისი შვილობილი კომპანიების ცოდვების სია მეტად ვრცელია. 10 წლის შემდეგ ეს კომპანია ისევ დაადანაშაულეს გაბაპენტინის არადანიშნულებით გამოყენება-გავრცელებისთვის. ამჯერად Pfizer -მა 142 მილიონი დოლარი გადაიხადა ჯარიმის სახით!

აშშ-ში მიმდინარე სასამართლო პროცესების შედეგებით გაირკვა, რომ ფარმაცევტული კომპანია  კვლავაც ასაღებდა პრეპარატს  როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რეკომენდაციას უწევდა  შაკიკისა და ბიპოლარული დარღვევების დროს, მიუხედავად იმისა, რომ  ეს მედიკამენტი არ იყო ეფექტური აღნიშნულ პათოლოგიათა სამკურნალოდ და რაც მთავარია,  ზოგ შემთხვევაში ტოქსიკურობასაც ავლენდა. ეს დადასტურდა Therapeutics Initiative-ის ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის სამკურნალო საშუალებათა დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფის მონაცემებითაც. უფრო მეტიც – სასამართლომ აიძულა  Pfizer -ის კომპანია გამოექვეყნებინა მისი პრეპარატის  ყველა კვლევა, მათ შორის ისიც, რომელსაც  წლობით მალავდა.

 – დიახ, მაგრამ კომპანიამ ამ დანაშაულთა გამო ხომ ზღო, უზარმაზარი ჯარიმებით. ეს არ არის საკმარისი, რათა რეაბილიტირებულად ჩაითვალოს?

– შესაძლოა დიდ თანხებად გესახებათ Pfizer -ის მიერ გადახდილი ჯარიმები, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,  რასაც ეს კომპანია თავის შვილობილ ფირმებთან ერთად  წლობით იხვეჭდა. მარტო კანადაში ნეურონტინის (Neurontin) გაყიდვით ერთ წელიწადში 300 მილიონი დოლარი მოგება ნახა Pfizer -მა,  თუ ამ თანხას რამდენიმე ქვეყანაში, პრეპარატის დანერგვის დღიდან, წლობით გადაიანგარიშებთ, მილიარდობით დოლარზე  იქნება საუბარი! მე სხვა რამ უფრო მაშფოთებს:  ამ ყველაფრის ფონზე როგორ შეიძლება ენდო  ამ  კომპანიას,  გააფორმო მასთან გაუთქმელობის ხელშეკრულება    და მისი გაურკვეველი პრეპარატით  ვაქცინაციისთვის გაიმეტო საკუთარი მოსახლეობა?! ეს ხომ მართლა  საკუთარი ხალხის გენოციდია! რატომ არ მაქვს მე, როგორც რიგით  მოქალაქეს, ექიმს უფლება, უნდობლობა გამოვუცხადო როგორც მწარმოებელს, ასევე ჯანმოს, რომელსაც დღეს აღარავინ ენდობა და  რომელიც მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელობაზე მზრუნველ ორგანიზაციად  მხოლოდ პანდემიასთან ბრძოლის ფსევდოგმირებს ჰყავთ წარმოჩენილი, რადგან ასე აწყობთ  საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც?! რომელ ჯანმოზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქართველოში ექიმთა უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს არ ენდობა! განა ვინმეს ჩვენს ქვეყანაში აქვს იმის განცდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო   ზრუნავს მასზე?! ან როგორ უნდა ენდო, როდესაც ცნობილი კლინიკის დირექტორი გამოდის, ვაქცინაციის პროპაგანდას ეწევა, ექიმებისთვის აქვს გადანაწილებული Pfizer -ის „საუკეთესო“ ვაქცინა და ურცხვად აღიარებს, რომ არ იცის პრეპარატის შემადგენლობა და არც აინტერესებს?!

 – ფაქტია, ამ მსოფლიო ექსპერიმენტში  სწორედ Pfizer -ის  კომპანია ლიდერობს.

– ყველაზე დიდი უტიფრობა ის გახლავთ, რომ ჩვენში დაჟინებით უარყოფენ ამ ექსპერიმენტს, ექსპერიმენტულ პრეპარატებს – ე.წ ვაქცინებს  „სასარგებლო, უებარ, გემრიელ კანფეტებად“ გვასაღებენ  და ვაქცინაციაში მონაწილეობის მსურველებს არ აცნობენ სათანადო ინფორმაციას, მაშინ, როცა, თავად მწარმოებლები, მათ შორის Pfizer -იც არ მალავს, რომ აგრძელებს თავისი პრეპარატის შესწავლა-კვლევას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ახლაღა აკვირდება მის გავლენებს ფერტილობაზე, ახლაღა ადგენს ეფექტურობის ხარისხს ცალკეულ შტამებზე, გზადაგზა აანალიზებს გამოხატულ გვერდით მოვლენებს და ა. შ.  ეს უკვე ექსპერიმენტიც აღარაა, რადგან   კონკრეტული, რაციონალურად დაგეგმილი კლინიკური კვლევა კი არ მიმდინარეობს  ეტაპობრივად, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით… არამედ ქვეყნები გადართულნი არიან  დაჩქარებული წესით მოსახლეობის მასობრივად ვაქცინაციაზე და ეს იმ  ფონზე, როდესაც  ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელი პრეპარატი როგორ მოქმედებს ამა თუ იმ შტამზე! იგივე   Pfizer -ის პრეპარატი  ბევრი შტამის წინააღმდეგ საერთოდ არ „მუშაობს“,  ამას  ბევრ ქვეყანაში უკვე ორი დოზით აცრილი მოსახლეობის ინფიცირების მასობრივი შემთხვევები ადასტურებს.  ჯერ არ დასრულებულა 18-დან 30 წლამდე აცრილ ახალგაზრდებთან გამოვლენილი  შემაშფოთებელი გვერდითი მოვლენების მოკვლევა, ვგულისხმობ, მიოკარდიტების ათეულობით შემთხვევას და  გარდაცვალების 2 ფაქტს ისრაელში. ჯერ არ დადებულა მონაცემები, რა შედეგებს გამოიღებს 12-დან 17 წლამდე მოზარდების აცრა და Pfizer -ის  გენერალურ დირექტორს -ალბერტ ბურლას უკვე განცხადება აქვს შეტანილი ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციში (FDA-ში), 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვთა აცრისათვის ნებართვის მისაღებად, რასაც სექტემბრიდან გეგმავს და  ამავდროულად  ღიად აცხადებს, რომ მზად არის განაცხადი გააკეთოს 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების ვაქცინაციისთვისაც.

 – რის გათვალისწინებას მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას?

დოქტორი თინათინ გოცაძე

– არ გებადებათ კითხვა, რატომ შლის ასე სწრაფად ფრთებს Pfizer -ის წარმოება, რატომ არის ასე დარწმუნებული ყველაფერში მისი გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა, რომ  პრეპარატი აუცილებლად  ყველა შტამის წინააღმდეგ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაამართლებს? რატომ შეისყიდა ევროკომისიამ 600 მილიონი დოზა წინასწარ, რატომ არის გაწერილი წინასწარი გეგმით მარტო 2021 წელს Pfizer -ის 1,3 მილიარდი დოზის გამოშვება (Bloomberg-ის  მონაცემები), როგორ ახერხებს ეს  კომპანია პრეპარატის მასობრივად და ძალზედ მარტივად გასაღებას მსოფლიოს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც? იქნებ ვერ ამართლებს პრეპარატი, იქნებ მისი  შედეგებით გამოწვეული საფრთხეები და ტრავმები აღემატება სარგებელს,  ან იქნებ პანდემია საერთოდ ცხრება? მიპასუხეთ ამ კითხვებზე და გამიქარწყლეთ უნდობლობა!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი

კომენტარები