„დღემდე არც დაწყებულა და ალბათ არც დაიწყება – სამართლებრივს ასევე თავი დავანებოთ, ჟურნალისტური ან საპარლამენტო გამოძიება, რის ხარჯზე შეიქმნა სააკაშვილ/კეზერაშვილის ფინანსური პირამიდა…“-დავით ქართველიშვილი

-„დასრულდა მორიგი Mixed martial arts შოუ ოპოზიციურ მედია სივრცეში, ტელეკომპანია “ფორმულაზე”, სადაც ჩემებს – Vladimir Bozhadze და Tamta Megrelishvili ვგულშემატკივრობდი რა თქმა უნდა. ლოგიკური, ფაქტობრივი, ციფრობრივი მონაცემებით გამყარებული არგუმენტები აღიზიანებდა მათ მოწინააღმდეგეს.
ამიტომაც, ისინი გადადიოდნენ MMA ილეთებზე – როდესაც “ქართული ოცნების” თავდაცვისუნარიანობის სისტემაში არსებული სუსტი წერტილებისა და ხარვეზების, პროექციით გადატანას ცდილობდნენ ჩემს მეგობრებზე. მათი მხრიდან ეს აპრობირებული პრაქტიკაა და სავსებით ექვემდებარება მოგერიებას.
გავანებოთ თავი სამართლებრივ პასუხისმგებლობას, აღარც მჯერა და ნერვებსაც აღარ ვიშლი – დღემდე პოლიტიკური ვერდიქტის თავსარიდებული პარტიის წარმომადგენლები აქეთ რომ ცდილობენ მორალსა და ჰუმანიზმში ჭკუა გასწავლონ – “ქართული ოცნების” ბრალია და ამიტომაც მას ამომრჩევლის ნდობის 80%-იანი ნიშნული არ უჭირავთ ქვეყანაში.
ის რომ დღემდე არც დაწყებულა და ალბათ არც დაიწყება – სამართლებრივს ასევე თავი დავანებოთ, ჟურნალისტური ან საპარლამენტო გამოძიება, რის ხარჯზე შეიქმნა სააკაშვილ/კეზერაშვილის ფინანსური პირამიდა, ასევე არაა ჩემი მეგობრების პასუხისმგებლობის ზონა. ამიტომაც “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია 70%-იანი ელექტორალური მხარდაჭერა ამ ქვეყანაში, ხოლო თოკ-შოუების სტუდიებში თავაწეულები ზიან “ზვიადკუპრავები” და უდანაშაულობისა და დაუსჯელობის პოზიციებიდან “გენაგლებიან”.
მერამდენე წელია “პიჯაკების” საქმეზე რომ გვეკაიფებიან და ღიად დაგვცინიან, მაშინ როდესაც სააკაშვილის ერთი რიგითი პაემანი მორიგ ნაშასთან სახელმწიფოს ხარჯზე, მას 1000 პიჯაკის ფასად უჯდებოდა – ასევე არ არის ჩემი მეგობრების “თავის მართლების” ზონა. ამიტომაც არა აქვს “ქართულ ოცნებას” 60%-იანი რეიტინგი.
დღემდე რომ ნებივრობენ პორტირებული ნაცები ქვეყნის საჯარო სამსახურების სივრცეში, საელჩოებში და მხოლოდ საბოტაჟზე და მათ მკვებავ ხელისუფლებასთან მიმართებაში ღალატზე არიან ორიენტირებულები – ესეც არაა ჩემი მეგობრების ბრალი, კანონგარეშე პრეზუმპციებით გათავხედებულებთან ოპონირებისას. ამიტომაც უჭირს მართველ პარტიას 50%-ის მყარად მოპოვება.
მაგრამ თუნდაც ის, რამაც წერტილი დაუსვა თითოეული ობიექტურად მოაზროვნე ადამიანის მეხსიერებაში, მძიმე მოგონებებს – ქართველობის, ღირსების, წინაპართა ტრადიციების, სარწმუნოების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ქონების და ა.შ. – უმოწყალო ხელყოფისა და ფეხქვეშ გათელვის თაობაზე…
ის, რომ ასობით პოლიტპატიმარს არ ხვდა წილად სერგო თეთრაძის ბედი – “სანიმუშო” და “ევროპული სტანდარტების” ციხეში სასტიკი წამებით გამოესალმოს სიცოცხლეს…
ის რომ უცხო ვიდეოთვალი აღარ გიფიქსირებს შენს ინტიმურ ცხოვრებას – ბელადისთვის ჩუკენობისა და შენზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით…
ის, რომ შეჩერდა ქვეყნის რუსეთისთვის ნაწილ-ნაწილ მიზანმიმართული გადაცემის პოლიტიკა…
ის რომ ასობით ათასობით მოქალაქემ წარსულს ჩააბარა უმძიმესი სნეულება და გაჭირვებული ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გადარჩენა მოახერხა…
და მრავალი-მრავალი სხვა – აი ამიტომ აქვს და ექნება “ქართულ ოცნებას” არა 80, არამედ თუნდაც 48%. და იმედია, რომ ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას საკუთარი ღირსების საქმედ დაისახავს.
და აი რატომ ვერ ეღირსება ხელისუფლების ოპონენტი, თუნდაც არასრულყოფილი, ცოდვილი – მაგრამ მორალური თვალსაზრისით, მასზე უფრო სუფთა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული ძალის დამარცხებას.“
კომენტარები