დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო კორპუსის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერისთან.

 

დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო კორპუსის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერისთან. შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ქართველი სამხედროები ამერიკელების მხარდამხარ იცავენ მსოფლიო უსაფრთხოებას და შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც, სწორედ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა იყო. მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა მომავალში  კიდევ უფრო გაძლიერდება.

კომენტარები