“დღეს საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან”-ამირან სალუქვაძე:

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს –

“დღეს საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მქონდა თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, რისთვისაც მადლობა, რომ ამდენი დრო გამოჰყო.

ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომლებიც ან მინისტრს აინტერესებდა, ან მე მაწუხებდა. რა თქმა უნდა, ვერ დავაანონსებ, რა პროექტებზეც უშუალოდ მინისტრი მუშაობს.

ის რომ ბევრი პრობლემა დახვდა მოსაგვარებელი, არავისთვისაა უცხო, მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაქვს იმედი, რომ ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.

წლების და წლების მანძილზე დავინახე, რომ უწყებას პატრონი, ჯარისკაცს მზრუნველი გამოუჩნდა. პროექტებზე კი მაშინ შეიტყობს საზოგადოება, როცა ყოველი მათგანი დასრულდება.

დიდი ხანია ჯარის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, ასეთი პოზიტიური და იმედიანი მოლოდინები არ მქონია.”-წერს სალუქვაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები