„დღეში 20-25 და ხანდახან მეტი ადამიანი რომ იღუპება, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ…“-ალექსანდრე გოგინავა

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა:

-„ინფიცირებულების რაოდენობით დაახლოებით ერთ დიაპაზონში ვართ, ყოველდღიურად 1500-დან 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ახალი შემთხვევების სისტემატური და მყარი ზრდა არ არის, როგორც შემოდგომაზე.  ახლა ვიმყოფებით პიკში, ეს ორი კვირა ინფიცირების ასეთი დინამიკა თუ გაგრძელდება, კარგია. 

სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო. როდესაც ახალი შემთხვევების რაოდენობის დღიური მაჩვენებელი 1500 პაციენტს გადასცდა, ასეთ დროს დაახლოებით 20-დან 25-მდე გარდაცვლილი ფიქსირდება ხოლმე დღიურად, ეს არის წინა 3-4 კვირის გამოძახილი. ჩემი ვარაუდით, 2-3 კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება, დღეში 20-25 და ხანდახან მეტი ადამიანი რომ იღუპება, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია”.

კომენტარები