პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით 12 საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები  სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის  სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები  (იხ. სკოლების ჩამონათვალი).

 

სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127) 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა V-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა I-XII კლასები 26.10.12019 – 10.11.2019

როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.

 

კომენტარები