ედუარდ შევარდნაძე წმინდანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „ამოლპობით” დაემუქრა

ფეისბუქის გვერდი “სულიერი მდელო”  აქვეყნებს პოსტს:

– “მამა გაბრიელი დაკავების შემდეგ კომისიაზე გაატარეს, სადაც ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც წმინდანს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „ამოლპობით” დაემუქრა.

„იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის – ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო. მამა გაბრიელს უპასუხია, – ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მის ადგილზე ვარდებს დარგავთო. შევარდნაძეს უთქვამს: შენ მაგას ვერ მოესწრებიო. – მეც მოვესწრები და – შენცო…” – იხსენებს წმინდანის მკურნალი ექიმი.”
კომენტარები