ევროპაში მხოლოდ ერთი ქვეყანა დარჩა, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

ჯერ-ჯერობით ახალი კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჩერნოგორიაში, განაცხადა ეროვნული ტელევიზიის ეთერში ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგმა იგორ გალიჩმა.
მისი თქმით, ახლა დაკვირვების ქვეშ არის 392 ადამიანი, მსოფლიოში კორონავირუსის გამოვლინებიდან დღემდე გამოკვლევა ჩაუტარდა 2 ათასზე მეტ ადამიანს.
„კორონავირუსის დიაგნოსტიკას 2-3 საათი სჭირდება, ამიტომ შედეგები სწრაფად ხდება ცნობილი“, – თქვა გალიჩმა. ამასთან, დაამატა მან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი მზად არის კორონავირუსის შესაძლო გამოვლენისათვის. გალიჩმა ქვეყნის მცხოვრებლებს მოუწოდა ნუ თესავენ პანიკას და ნუ ავრელებენ ჭორებს.

წყარო: life.ru

კომენტარები