ეკატერინე ტიკარაძე: „ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას. გამოვლინდა გარკვეული“

-„უფრო კორექტული იქნება, თუ დაველოდებით ანგარიშს და ფართო საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რას დაინახავს სუსტ წერტილად საზოგადოება და პარლამენტი, რომელიც ჩვენთან ერთად აქტიურად იყო ჩართული კოვიდ-სტრატეგიის დაგეგმარებაში და ყველა ღონისძიების გატარებაში. ყოველივე ამის შემდეგ ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს თემა, დავადგინოთ ის სუსტი წერტილები, რომლებიც მთავრობას შეიძლება ამ ეტაპზე არ ჰქონდეს დადგენილი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვაში გამოვლინდა გარკვეული საჭიროებები. ყოველივე ამას უფრო გლობალურად უნდა მივუდგეთ, რათა გვქონდეს სისტემა, რომელსაც საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება არ დასჭირდება. ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები