„ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“

მთავრობის ადმინისტრაციაში  ბრიფინგი გაიმართა.

-„ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა მივმნართო ჩვენს მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო ჩვენს მრევლს, დავიცვათ დედაეკლესია, დავიცვათ ჩვენი მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არადმედ სხვა ვირუსებისგან.

დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში, ილოცეთ სახლში, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,  – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

კომენტარები