„ენმ-ს არასოდეს არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აკრძალეთ ეს პარტია როგორც ფაშიზმი აიკრძალა. სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილ სააკაშვილო“-ია მეტრეველი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა:

-„რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა და ია მეტრეველმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარენინა ეს აქცია, გაგვეხსენებინა ხალხისთვის, თუ სად ვიყავით, როგორ და რა პირობებში ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ და თუ ნორმალურად არ დავფიქრდებით, ხვალ სად შეიძლება ამოვყოთ თავი. აქ, არიან ის ოჯახები, ვინც სისხლიანი ცრემლებით ატირა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა“.

აქციაზე იმყოფება, ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველი.

-„შენ, რომ შექმენი ისეთ ციხეში უნდა იჯდე ეს სანატორიუმია შენთვის. გვატყუებ ვშიმშილობო და კილოობით თაფლს ჭამ. მინდა ხელისუფლებას მივმართო, ძალიან გთხოვთ ამ ლოიალურობას თავი დაანებეთ და მოიქეცით ისე როგორც მას ეკუთვნის და არა ახლა, რომ ფუფუნებაში გყავთ. ნუ აძლევთ უფლებას, რომ კიდევ არიონ აქაურობა. ენმ-ს არასოდეს არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აკრძალეთ ეს პარტია როგორც ფაშიზმი აიკრძალა. სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილს სააკაშვილო და ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახების გამო ანგელოზივით შვილები, რომ დაგვიხვრიტე ჯოჯოხეთი გელოდება,”- აცხადებს ია მეტრეველი.

ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზაზა დავითაიამ განაცხადა:

-„ქართველო ერო, მადლობა მობრძანებისთვის მართლა სპონტანური აქციაა. 

კომენტარები