ენტონი ფაუჩი: „ხელისუფლება აშშ-ში პანდემიას სრულად არ აკონტროლებს. აშკარაა“

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი მან აშშ-ის სენატის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

-„ხელისუფლება აშშ-ში პანდემიას სრულად არ აკონტროლებს. აშკარაა, ჩვენ ამჟამად სრულად არ ვაკონტროლებთ პანდემიას აშშ-ში. ხალხი თუ სოციალურ დისტანციას არ დაიცავს და ნიღბების ტარებაზე უარს იტყვის, ქვეყანაში დიდი სირთულეების წინაშე დადგება.

შესაძლოა, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი, მარტივად, დღეში 100 ათასამდე გაიზარდოს.​არ გამიკვირდება, თუ ინფიცირების ასეთ მაღალ მაჩვენებელს ვიხილავ. ეს იქნება ძალიან შემაშფოთებელი, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

კომენტარები