„ეპიდემიის პიკის დროს ავიცრა? აცრა და ორსულობა, ლაქტაცია? სიმართლის თქმა ყოველთვის ჯობია უთქმელობას დიდ საქმეებში“-იაგო ფრანგიშვილი

-„არ არსებობს კითხვა თუ წუხილი, რომელიც გვათქმვინებს, „ეს ბნელია ან მარგინალია“
ყველა კითხვას აქვს გაჟღერების უფლება.
ეს პოსტი 5 დღის წინ დავწერე, მაგრამ, გამოქვეყნებას მაინც მოვერიდე.
ახლა კი, დავფიქრდი და საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რასაც სხვას ვსაყვედურობ ხოლმე და ესაა
არავინ ჩათვალო შენზე გაუგებრად,
არასოდეს იფიქრო შენი გულის საქმის კეთებისას იმაზე, თუ ვინ დაგიკრავს ტაშს,
სიმართლის თქმა ყოველთვის ჯობია უთქმელობას დიდ საქმეებში,
ვარცხნილობა გიხდებაო, აქ შეიძლება არ თქვა სიმართლე,
მაგრამ, დიდ საკითხებში კი აუცილებელია.
უპირველესად, უდიდესი ბოდიში ყველა მას, ვისაც მეგობრობაზე ვერ ვპასუხობ და ამიტომაც გარკვეული კითხვები „თამაშგარედ“ დარჩა.
ბოლო დროს იმ ხალხს ვერ ვპასუხობ ,,მეგობრების ქვოტის,, ამოწურვის გამო, ვინც კრიტიკული კითხვები დამისვა და არ მინდა რომ ჩათვალონ, ეს არპასუხი კითხვების სიმწვავის გამოა.
არის რამდენიმე განმეორებადი კითხვა, რომელსაც მინდა ვუპასუხო
და ასეთებია
1. ახლა ეპიდემიაა და აცრა არ დაასუსტებს იმუნურ სისტემას ის ორი კვირა მაინც? ეპიდემიის პიკის დროს ავიცრა?
/ ეპიდემიის პიკის და აცრის კონკორდულობა ეს ეპიდემიოლოგიურად დამტკიცებულია
აცრის სტრატეგიით, დიდი ეპიდემიისასა და ყველასთვის არასაკმარისი აცრისას უნდა მიჰყვე ამ განვითარებას
ანუ, რაც მეტი ახალინფიცირებულია, მეტი უნდა აცრა
ეპიდემიის პიკის და აცრილების პიკის თანხვედრა არის საყოველთაო იმუნიზების გარანტი, რადგან
ერთის მხრივ ახლადინფიცირებული დიდი ხნით 100% იმუნურია და კოლექტიური იმუნიტეტის ხერხემალია
და მეორეს მხრივ აცრილიც არ აწვება ჯანდაცვის სისტემას და აუცრელი ინფიცირებულისათვის მეტი სამედიცინო რესურსია.
ეს სტრატეგიაა, მაგალითად შვედეთის და ახლა მგონი დიდბრიტანეთისაც. თუმცა, ასე ნათლად არავინ აკეთებს სტეიტმენტს.
2. რომელი აცრა და როდის?
/ კორონაგადატანილებს აცრა , ერთი აცრა და მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული.
არსებობს სხვა სქემებიც, მაგრამ, ეს სრულიად საკმარისია….
საერთოდ კი, კორონათი ინფექციის გადატანის მერე მეორედ ინფიცირების მაგალითები, გინდაც დელტა და ალფა თუ რაც გინდათ დაარქვით, იშვიათია, სადღაც 0,16%ის ფარგლებშია და ამაშიც მძიმე პაციენტები, დიალიზის პაციენტები ჭარბობენ.
ამიტომაც, საკმაოდ ჯანსაღი კორონაგადატანილისათვის მეორედ ინფიცირება უიშვიათესია.
თუკი ადამიანი ჯანმრთელია ან მსუბუქი სახის დაავადებები აქვს და აქ დიაბეტიც ამ კატეგორიაში გადის, თუკი არ იღებს ანტიკოაგულანტებს და აქ ასპირინი არ ითვლება, და მამაკაცია,
შეიძლება აცრა რითაც გინდა.
თუკი ორსულობის ჰორმონების პროდუქცია-გარდასული ქალბატონია, აქაც იგივე სიტუაციაა, აცერი რითაც გინდა.
თუკი ახალგაზრდა ქალია, იღებს ჰორმონებს ან აქვს ჰორმონული დისბალანსი და აქ ფარისებრი ჰორმონი არ შედის, ასეთ შემთხვეაში უმჯობესია არა ვექტორული ვაქცინა. ვექტორულიც შეიძლება, ოღონდაც, უნდა დააკვირდე სისხლის ანალიზს ,განსაკუთრებით კი ფეხებზე პატარა სისხლაჩაქცევებს და ფეხების სიმძიმის გრძნობას აცრის მერე.
საერთოდ და ზოგადად კი, აცრის წინ არავითარი არც ანალიზი და არც პროფილაქტიკური მედიკაცია, წამალი არაა აუცილებელი და
წამალი საერთოდ, რომელიც პროფილაქტიკურად შეიძლება გირჩიოს ვინმემ, მაგალითად სისტემური სტეროიდი ან სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ ჰეპარინი/კლექსანი და ამ ტიპის წამლები შეიძლება გახდეს გართულების და გვერდითი მოვლენის მიზეზი.
თუკი ადამიანი დიდი ხანია იღებს ანტიკოაგულანტს ტაბლეტს, ისიც არაა პრობლემა, არც დოზა უნდა გაიზარდოს და არც მედიკაცია არ უნდა მოიხსნას.
აცრა არავექტორული ვაქცინით შესაძლებელია და უპრობლემო იქნება.
აცრის შემდეგ საუკეთესო ეფექტი აქვს აცრილი ადგილის გაცივებას, დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე წუთი მაქსიმუმ 3 დღეა ხოლმე საჭირო.
ტემპერატურის გამო პარაცეტამოლი და იბუპროფენი, იმუნიზირების პროცესის დაღლილობას, სახსრებში ტეხვას და მსგავს ,,გრიპულ,, ჩივილებს არავითარი სხვა მედიკამენტი არ უნდა. არც ანტიბიოტიკი, თუკი აცრილი ადგილი არ გასივდა და გაწითლდა.
განსაკუთრებული ჯგუფია აცრა და დიალიზის პაციენტი. აქ აცრა დიალიზებს შორის ყველაზე ხანგრძლივ დროს უნდა გაკეთდეს, მაგალითად პარასკევს დიალიზიდან 3 საათის მერე, რომ სითხის მიღება არ იქნას ძალიან შეზღუდული, რაც დიალიზის პაციენტებს ჩვეულებრივ ესაჭიროებათ. აქაც, არავითარი დამატებითი მედიკაცია, თუ ანალიზი თუ პროფილაქტიკა აცრის წინ არაა საჭირო, პირიქით, იქნებ ამან გამოიწვიოს პრობლემა.
აიცრის მაგალითად პარასკევს დიალიზიდან 3 საათის მერე და შემდეგი დიალიზი ექნება ორშაბათს, ან შაბათი სამშაბათის მოდუსი.
ყველასთვის საერთოა, რომ
აცრამდე 2 კვირა არ უნდა იყო რაიმე ინფექციით ავად.
3. აცრა და ორსულობა, ლაქტაცია
/ მიუხედავად იმისა, რომ სადღაც რაღაცის პოვნა შეიძლება და ამოქექავ,
ორსულობა არავითარ შემთხვევაში არაა სარისკო და პირიქით, იშვიათია კორონას გართულება ორსულობის დროს, თუკი რაღაც ზედმეტი არ გააკეთე სამედიცინო ჩარევით.
აბსოლუტურად და ცალსახად,
ორსულობის დროს კორონაზე არ ცრიან ასე ზედაპირული მიდგომით და პაუშალურად.
თუკი ორსულის ჯანმრთელობის სიტუაცია ისეთია, რომ უნდა აცრა, აქ პრიორიტეტულობას ენიჭება როლი.
არც ალერგია და არც გადატანილი სიმსივნე თუ ქიმიოთერაპიაა არაა აქ გადამწყვეტი ორუსულის აცრისას, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ თუ გადანერგილი ორგანო აქვს და დიალიზის პაციენტი თუკი არის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ითვლება აცრა აბსოლუტურად აუცილებლად.
ბავშვის გაჩენის შემდეგ თუკი ლაქტაცია არ სურს, უკვე 2 კვირის მერე შეიძლება აცრა.
ის ვინც ბავშვს დედის რძით კვებავს, აქ ასეთი სიტუაციაა
მ-რნმ ვაქცინა, მაგალითად ფაიზერი შეიძლება მხოლოდ, თუკი აცრის მერე 2 კვირით მაინც შეწყდება დედის რძით კვება, სანამ ანტისხეულების ფორმირება მოხდება.
ანტისხეულების დედის რძით მიცემა, პირიქით, სასარგებლოა და ასეც აკეთებს დედა, ყველა ადრეული ინფექციის ანტისხეულს გადასცემს.
მიუხედავად სიმცირისა, პირდაპირ მ-რნმ ნივთიერების გადაცემა, სპაიკ პროტეინის მიერ ჯერ გამოყენებული მ-რნმ ის გადაცემა არაა რეკომენდირებული. შეუმოწმებელია ეს შემთხვევა და ამიტომ.
აცრიდან დაახლოებით 2 კვირაა ეს იმუნიზირების პროცესი და მერე შეიძლება კვება. მერე უკვე მზა ანტისხეულების გადაცემა უპრობლემოცაა და სასარგებლოცაა.
მე პირადად არ მინახვს კვლევები, მაგრამ, ჩინური ვაქცინები ლაქტაციის თუ ორსულობის დროს შესაძლოა უფრო უკეთესი აღმოჩნდეს და აქ მართლა ვერაფერს გეტყვით.
ამ კვლევებს უნდა დრო, არაა ჩვილებზე ეს ვექტორული ვაქცინა და ეს მ-რნმ გამოცდილი თუ გამოკვლეული.
მოკლედ, ნაყოფისთვისაც და ჩვილისთვისაც მზა ანტისხეული ჩვეულებრივ სასარგებლოა და არ იწვევს პრობლემებს,
ვიდრე ეს ანტისხეულები ჩამოყალიბდება, აი ამაზე სხვა კვლევები არ არსებობს, მე პირადად არსად არც კი გამიგია ამგვარი კვლევის არსებობა.
თუ რა სახის კვლევაზეა აქ საუბარი, ამას ქვემოთ ნახავთ, როცა ვაქცინის გენეტიკურ წარმოშობას შევეხები.
4. ეს თემა ეხება ,,გენეტიკურ ვაქცინებს,,
არის თუარა ვაქცინა, იქნება ეს მ-რნმ თუ ვექტორული ვაქცინები გენეტიკური პროდუქტი, გენეტიკური მასალა??
რათქმაუნდა არის და ეს ყველგან იკითხება, ანოტაციებშიც, საკუთარ საფირმო ინფორმაციებშიც და გუგელ ვიკიპედიებშიც.
თუკი ძალიან მონდომებული ადამიანი შეეცდება მიიღოს მეტი ინფორმაცია, ნახავს გასული საუკუნის 90იანი წლების ბოლოს ჩატარებულ მ-რნმ ან ვექტორულ გენეტიკური მანიპულაციებით მიღებულ სამკურნალო პროდუქტებს, რომლებიც მაშინ იქნა აპლიცირებული, ადამიანები ეგონათ განკურნებულნი რაღაცა გენეტიკური თუ სიმსივნური დაავადებიდან და მერე, 2 წლის მერე დიდი პრობლემები გამოიწვია.
აი ეს ყველაფერი სიმართლეა და ამაზე ბევრი ინფორმაციაა.
ამას ვერავინ ვერსად წაუვა.
მესინჯერ რნმს ტიპის თერაპიებმაც გამოიწვიეს დიდი პრობლემები.
ამის უარყოფა აძლევს ხელს და მასალას ანტივაქსერებს და შეთქმულების თეორეტიკოსებსაც.
დიახ, ამ გენეტიკურ პროდუქტებს 20 წლის წინ ჰქონდათ დიდი პრობლემა
და დღეს,
2005 წლიდან მოყოლებული კვლევების და საოცარი აღმოჩენების შედეგად,
ის გენეტიკური პრობლემები დღეს არ გააჩნიათ.
რა იყო პრობლემა და რა გადაიჭრა??
პრობლემა გახლდათ ის, რომ მ-რნმ პროდუქტი ახერხებდა ბირთვზე ზეგავლენას, იმუნური სისტემების ირიტაციას, T ლიმფოციტების ჰიპერპროდუქციას, და ამ პროცესმა რამდენიმე შემთხვევაში ,,წალეკა,, სისხლის სხვა უჯრედები, საჭირო სხვა უჯრედების პროდუქცია ჩაახშო და ამით ადამიანებს დიდი სასიცოცხლო პრობლემა შეუქმნა.
ეს პრობლემა დადასტურებულად უკვე გადაჭრილია.
და აი რატომ
გერმანიის ქალაქ მაინცის უნივერსიტეტის იმ თურქულ ქურთულ გერმანული წარმოშობის ცოლქმარმა და რამდენიმე სხვა ჯერჯერობით ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილმა მეცნიერებმა მოახერხეს ამ პრობლემის გადაწყვეტა.
პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმი, რომ ერთჯაჭვიანმა რნმ არ დააზიანოს უჯრედის ბირთვი, არ შეაღწიოს უჯრედის ბირთვში და დნმ არ დააზიანოს, არის გენიალურად მარტივი და ეფუძნება ეგრეთწოდებულ ,,სარკისებრი ანარეკლის,, პრინციპს.
დეტალები გახლავთ ლიცენზირებულად დაცული, მთავარი კი შემდეგია, რომ
ნებისმიერ სხეულს აქვს სარკისებრი ანარეკლი და ის გარკვეულ პოზიციაში არის ერთადერთი.
გენეტიკური მასალის ნაწილებს, მოლეკულების ჯაჭვსაც აქვთ ეს ,,სარკის,, სურათი და 2005 წელს იქნა აღმოჩენილი რომ ის სამი სახისაა. ანუ სარკეში რომ ჩაიხედო და შენი სამი სხვადასხვა სახე რომ დაინახო ნებისმიერ სტატიკურ პოზიციაში, აი ეს თვისება აღმოაჩინეს რომ გენეტიკურ მასალას გააჩნია.
ამით კვლევების შედეგად მოხერხდა გენეტიკურად ისეთი მასალის კონსტრუქცია, რომელიც აღნაგობით იდენტურია, მოლეკულების წყობით იდენტურია მაგალითად ვირუსის რნმ ისა, მაგრამ არცერთ მის სარკისებრ ანარეკლს არ ემთხვევა. ამის გამო ეს გენეტიკური მასალა ვერ შედის უჯრედისათვის უმნიშვნელოვანეს ადგილებში.
მათ ეს გზა გადაკეტილი აქვთ და მხოლოდ უჯრედის შიდა სითხეში არიან წარმოდგენილნი.
რაღაც დროის შემდეგ უჯრედის ლოკალური თავდაცვა აკეთებს ამ მესინჯერ რნმ ის დესტრუქცია დაშლას ამინოჟავებად, ოღონდაც, მანამდე ეს მ რნმ ასწრებს უჯრედის დამცველ სისტემას უთხრას, თუ როგორი ანტისხეულებია შესაქმნელი. ანუ, ამ მესიჯერ რნმზე გამომუშავდება ანტისხეულები რაღაც დროში, სანამ ეს ანტისხეულები ამ შეყვანილ აცრის მასალას დაშლიან.
ამ 15 წლის წინ აღმოჩენილი მეთოდიკის წყალობით კი ეს მასალა, დაშლამდე, ვერ ახერხებს შევიდეს უჯრედის მნიშვნელოვან ადგილებში, გადალახოს მათი ბარიერი.
აი ესაა უდიდესი აღმოჩენა და ეს 6 თვეში კიარ გაკეთებულა, არამედ მინიმუმ 15 წლის მუშაობის პროდუქტია.
ამიტომ არის ეს კონკრეტული აცრა,
მიუხედავად იმისა რომ გენეტიკური პროდუქტია, გენეტიკურად უვნებელი ორგანიზმისათვის.
ამაზე არსებობს 15 წლიანი კვლევა, ექსპერიმენტები და მისი შედეგები ამ 15 წლიანი დაკვირვებით.
პრობლემატური და გამოუკველეველი ისაა, თუ რამდენად ეფექტურია აცრა დაავადების წინააღმდეგ,
დიახ, ამას დაახლოებით 2 წელი ესაჭიროება, მინიმუმ ორი სეზონი უნდა აიცრა, რომ დაინახო, აქვს თუარა მდგრადი ანტივირუსული ეფექტი.
ეს დრო კი ჯერ არ გასულა.
ანუ
ჯანმრთელობისთვის ამ ტიპის აცრის რისკი უკვე 15 წელიაა გამოკვლეული და ამ უსაფრთხოებაზე რამდენიმე პატენტია უკვე დეკლარირებული.
მაგალითად, ფირმა ბიონტექის დამფუძნებლები უგურ საჰინი და მისი ცოლი ოცლემ ტურეჩი არამარტო ფაიზერთან არიან კონტაქტში, არამედ სულ მცირე ათი ფირმისთვის აქვთ მიყდული სხვადასხვა სახის პატენტი, რომელიც მხოლოდ აი ამ ბირთვში ვერ შეღწევის პრინციპებს ეხება.
5. კიდევ ერთი თემაა
„აცრა და ვაიფაი“ „აცრა და ჩიპი“
ვექტორული თუ მ-რნმ ტიპის ვაქცინები შეიცავენ ულტრამცირე ნანოტექნოლოგიის, ანუ მემილიარდედი მეტრის სიმცირის ნაწლაკებს. ეს სუბმოლეკულური, ატომურზე უფრო დიდი ნაწლაკებია, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერების, მოლეკულის ისე შეღწეცვას უჯრედში, რომ არ დააზიანოს უჯრედის გარსი.
ეს ტექნოლოგია უკვე 15 წელია მაინც გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში.
არ არსებობს დასავლური ანტიბიოტიკი თუ წნევის ან გულის უკმარისობის ან სისხლის შედედების საწინააღმდეგო თუ ფილტვებში მოქმედი პრეპარატები თუ ინჰალატორები, რომლებთაც ეს ნანო ნაწილაკები არ ჰქონდეთ მედიკამენტის სწრაფად და ეფექტურად მუშაობისათვის.
როცა ვამბობთ რომ ,,რუსული ან ინდური წამალი არ მიხდება, არაფერია, ფეიკიაო,, მიუხედავად იმისა რომ ,,მოქმედი ნივთიერება ქიმიურად სრულიად იდენტურია,,
ეს სწორედ იმიტომაა, რომ იაფფასიან ჯენერიკულ თუ საერთოდ ფეიკ პროდუქტს ეს ნაწილაკები არ გააჩნია.
ყველა ტიპის არამარტო სინთეზური ინსულინი და დიაბეტის საწინააღმდეგო თანამედროვე წამალი წარმოუდგენელია ამ ნაწილაკების გარეშე.
ასევე მძიმე გულის უკმარისობის დროსაც.
ასევეა გულის თანამედროვე კათეთერებიც, სტენტებიც, საქართველოში ასე გაფეტიშებული გულის BMS სტენტიც სწორედ ან ნაწილაკებითაა ზედაპირულად დაფარული, რაც ნაზი სისხლძარღვის ლორწოვანს ისე ესადაგება, რომ ის არ დააზიანოს.
არავითარი ან ,,მოსმენის,, ან ,,რადიაციის,, ან რადიოტალღური,, თუ სხვა გადაცემითი უნარი ამ ნაწილაკებს მისი სიმცირის გამო უბრალოდ თეორიულადაც კი არ გააჩნიათ.
არ მეგულება დღეს თანამედროვე და ბავშვობას გადაცილებული ადამიანი, რომელსაც რამდენჯერმე არ ჰქონოდა კონტაქტი ამ ნანო ნაწილაკებთან.
ეს წარმოუდგენელია.
6. ასევე თემაა ,,აცრა და იმპოტენცია, აცრა და უშვილობა,,
ამ შემთხვევაში საქმე შედარებით მარტივად ასახსნელია და აქაც გასაკვირია, რომ ამ თემასაც ,, მარგინალიზირებადი მიდგომა აქვს, ანუ ,,ვინც ამას კითხულობს, ის ბნელია,,
არაა ეს ასე და აქტუალური კითხვაა.
აინტერესებს ადამიანს.
ამ კითხაზე პასუხიც ცალსახაა და დამტკიცებულია.
ადამიანის ჩასახვისუნარიანობას ამცირებს და სრულიად სპობს მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ უჯრედის ბირთვზე, მის გენეტიკურ მეხსიერებაზე პირდაპირ.
მაგალითად სტეროიდების დიდი რაოდენობა მოზარდობის ხანაში, ან ქიმიოთერაპია რაღაცა დროით ან დასხივება ასევე რაღაც დროის მანძილზე აჩერებს ჩასახვისუნარიანობას თუ ნაყოფიერებას.
იმას უკვე ვუპასუხეთ, რომ ეს არ ხდებაა მ-რნმ თუ ვექტორული ვაქცინების დროს, ვერ აღწევს უჯრედის ბირთვში,
მაგრამ,
არსებობს მაინც კითხვები და ეს კითხვები იქედან გამომდინარეა, რომ
,,თუკი ასე მართლა არაფერს აფუჭებს, აუცერით ჩვილ ბავშვს??? რატომ არ უცრით ახალდაბადებულს???,,
რათქმაუნდა არის აცრები, აღნიშნული ნანო ნაწილაკების შემცველი, რომლებსაც დაბადებისთანავე უცრიან ბავშვს და დამტკიცებულია რომ არ ვნებს, რამეთუ ამაზე მათ აქვთ კვლევები.
უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი განსაკუთრებულია და 12 წლის ასაკამდე არაა ჩამოყალიბებული მაგალითად სასქესო ჯირკვლები. ამ ახალ პრეპარატებზე არ არსებობს ეს კვლევა, თუ როგორ იმოქმედებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ უჯრედებზე და ამიტომაც არ ცრიან ჯერჯერობით.
მაგრამ, მოზრდილ ადამიანს სასქესო ორგანოები ჩამოყალიბებული აქვს და ის, რომ უჯრედის ბირთვის ანუ გენეტიკური მასალის შიგნით ვერ აღწევს ეს აცრა., ამაზე ვისაუბრეთ და ეს ცნობილია.
რათქმაუნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ მასალამ მაინც შეაფერხოს უკვე მზა სპერმიები და კვერცხუჯრედი, განაყოფირების უნარი დაუკარგოს მათ და არც ამაზეა დიდი კვლევები, მაგრამ.
აქ უმთავრესი რამაა სულ სხვა.
ეს დაზიანება თეორიულად შესაძლოა შეეხოს უკვე მზა სპერმიებს და აქტივობა დააქვეითოს, ან კვერცრუჯრედს ნაკლები მიმღებუნაარიანობის გარემო შეუქმნას და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაზაში, როცა აცრი და ჯერ აანტისხეულები მუშავდება.
ანტისხეული ორგანიზმის პროდუქტია და ბევრი სახისაა, ვირუსზე გამომუშავებული ანტისხეული სხვაა ვიდრე უჯრედის წინააღმდეგ გამომუშავებული. აქ შეუდარებელი განსხვავებაა.
ვირუსის წინააღმდეგი ანტისხეული ვერაფრით დააზიანებს მზა უჯრედის ბირთვს.
მ-რნმ თუ ვექტორული პროდუქტი 2 კვირაა ორგანიზმში. მათზე არ ვიცით ეს კონკრეტული თემა ასი პროცენტით, მაგრამ,
ქალბატონებს ყოველ 28 დღეში ახალი კვერცხუჯრედი გამოუმუშავდებათ.
მამაკაცებს კი ყოველ სამ თვეში სრულიად უახლდებათ მთელი სასპერმო მარაგი, გინდ ჰქონდეს ეაკულაცია და გინდაც არა, ის ძველი ნადგურდება და ყოველ სამ თვეში ახალი წარმოიშობა.
ამიტომაც, თუკი იქნა ჩასახვის ან ნაყოფიერების პრობლემა, ეს გარდამავალია და ძალიან სწრაფად.
თავად იმ ორგანოების უჯრედის ბირთვის დაზიანებას რომ ვერ გამოიწვევს, ამაზე ვისაუბრეთ რამდენჯერმე.
ამ გახსენებაზე,
ყოველთვის ასე ბრმად ნუ დაუჯერებთ რეპროდუქციის ექიმს, რომ შეგიმოწმათ ერთხელ სპერმიები და უნაყოფოდ გამოგაცხადათ, ასევეა ქალბატონებშიც, თუ კვერცხუჯრედის სიმწიფეს ეხება საქმე,
ეს ყველაფერი არის ციკლური და განმეორებადი, ათასჯერ განმეორებადი
ამიტომაც ითვლება და ფაქტია, რომ
ზოგადად განაყოფიერების და ჩასახვის უნარზე ვაქცინა ვერ მოახდენს გავლენას.
იმედია, რომ ვისაც ინფორმაცია სურდა, მიიღებს და გაიგებს“ – წერს გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები