“ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ტრანსგენდერ ქალებს საკვებით დაეხმარა. კარგი ფაქტია, მაგრამ მღვდლებმა ვინაობა და თუ რომელი ტაძარია დამალეს”-ბასილ კობახიძე :

ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ქალისთვის საკვებით დახმარების ფაქტზე წერს –

“ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ტრანსგენდერ ქალებს საკვებით დაეხმარა. კარგი ფაქტია, მაგრამ მღვდლებმა ვინაობა და თუ რომელი ტაძარია დამალეს. არ მოტყუვდეთ რომ თავმდაბლობის გამო ან მარცხენამ არ იცოდეს მარჯვენა რას აკეთებს. დამალეს შიშის გამო. ეშინიათ პატრიარქის, სხვა მღვდლების და საკუთარი მრევლისაც. მღვდელს აღსარების საიდუმლოს გარდა დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს. მღვდლობის რაობა არ ესმით. ეს სტატუსი და შემოსავალი არაა. როდესაც სიკეთის კეთება საჯაროდ საშიშია, მღვდლის მოვალეობაა რომ დარტყმა მიიღოს საკუთარ თავზე. ეს გმირობის მოთხოვნა არაა. ისევე როგორც ეპიდემიის დროს ინფექციონისტი ექიმის მოვალეობაა ინფიცირებულს უმკურნალოს ან ომის დროს ჯარისკაცის სამშობლო დაიცვას.”- ბასილ კობახიძე

 

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები