ესპანელები მესის ძეგლს დაუდგამენ
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაცია (RFEF) გეგმავს, ძეგლი დაუდგას „ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის. არგენტინელის საპატივსაცემოდ ძეგლი დაიდგმება მადრიდის პროვინციის ქალაქ ლას-როსასში.
როგორც Sports.ru იუწყება Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით, მესის ძეგლი იქნება ალფრედო დისტეფანოს, პელესა და დიეგო მარადონას უკვე არსებული ძეგლების მსაგავსი. ფედერაცია ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როდის დაიწყონ პროექტზე მუშაობა: მესის კარიერის დასრულების შემდეგ თუ მანამდე.
მესი „ბარსელონას“ კლუბის ერთ-ერთი უერთგულესი ფეხბურთელია. მასზე მეტი მატჩი გუნდში მხოლოდ ხავიმ ჩაატარა..
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს მესის რიგით მეექვსე „ოქროს ბურთი“ გადაეცა და ამგვარად ის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა ამ ჯილდოს რაოდენობის მიხედვით. მის მთავარ მეტოქეს კრიშტიანუ რონალდუს ეს ჯილდო 5-ჯერ აქვს მიღებული.
წყარო: Sports.ru