„ეს არ უნდა ხდებოდეს – უწყების მაღალჩინოსანთა საცხოვრებელი მისამართები ღია ინფორმაცია არ უნდა იყოს“-ვახტანგ გომელაური

-„არ ვსაუბრობ მინისტრზე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე – კი ბატონო, ჩემი დეკლარაცია საჯარო და ღია უნდა იყოს, -დეპარტამენტის უფროსები, დაზღვევის ხელმძღვანელი, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ მოვალეობას, ეს ღია არ უნდა იყოს. კი ბატონო, ქონებრივი დეკლარაცია ღია იყოს, თუმცა არა მითითებული მისამართებით. ძალიან სამწუხაროა ოჯახებში მივარდნა დეპარტამენტების უფროსებთან თუ მათ მოადგილეებთან, მშობლებთან, მეუღლესთან, პატარა ბავშვებთან. ეს არ უნდა ხდებოდეს! დარწმუნებული ვარ, რაც ჩვენთან ხდება, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

=კახა კახიშვილის ინიციატივა – პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს

კომენტარები