„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ. ხშირად ჰგონიათ, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული ანგელოზი, რომელიც შუაში ზის, არის მამა ღმერთი“

„ხშირად ჰგონიათ, რომ წმინდა სამების ხატზე გამოსახული ანგელოზი, რომელიც შუაში ზის, არის მამა ღმერთი; სინამდვილეში, მამა ღმერთი არის მარცხენა მხარეს მჯდომი ანგელოზი, რომელიც მაგიდას უყურებს, შუაში გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მარჯვენა მხარეს – სულიწმინდა. უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა შესცქერიან მამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ წმინდა სამება არის შემოქმედი, მფარველი და გამგებელი მთელი მსოფლიოსი, ცისა და ქვეყნისა, ყოველი დაბადებულისა; ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე წლის წინ, რომ უნდა აგვეშენებინა წმინდა სამების ტაძარი და ღვთის მადლით, ის გახდა ჩვენი ხელთუქმნელი ხატი!

წმინდა სამებამ დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!

წმინდა სამებამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან!

წმინდა სამებამ გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო, ჩვენი ეკლესია და მთელი მსოფლიო!

დალოცვილი და გახარებული იყავით!“

პატრიარქი ილია II

კომენტარები