ექიმი თინათინ გოცაძე: ამ რეგულაციების გამო სტრესშია ყველა – მშობელიც, შვილიც, მოსწავლეც და მასწავლებელიც!

 

ასრულდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნატვრა, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესმა დისტანციური რეჟიმიდან ისევ საკლასო ოთახებში გადაინაცვლა, თუმცა, თანამედროვე კოვიდ რეგულაციებმა დიდი საფრთხეების წინაშე დააყენა როგორც მოზარდი თაობის, ასევე მათი პედაგოგების ჯანმრთელობა. მთავარი პრობლემა სასწავლო პროცესში ნიღბით ჩართულობის ვალდებულებაა, რაც ორგანიზმს ანგრევს! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ექიმმა, ფიზიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა

თინათინ გოცაძემ:

– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გაცემული რეკომენდაციები დასაბუთებულ ახსნა-განმარტებებზე დაფუძნებულ რჩევებს კი არა, პირდაპირ, ვალდებულება-ბრძანების რეჟიმში მითითებებს მოიცავს:

„ სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლის, მოსწავლეების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები.

* საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სავალდებულოა პირბადის გამოყენება;

* სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა. შ) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენების პერიოდში.“

საოცარი ის არის, რომ ეს „საჭიროების შემთხვევა“ არც არის განმარტებული! ისეთი რეკომენდაციებია, გეგონება, მოზარდებისთის კი არა, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის არის გაწერილი: „უნდა ეკეთოს, არ დაიშვება, სავალდებულოა“ და სხვა… ამ მითითებების შესაბამისად, დირექტორები და პედაგოგები მოსწავლეებს აიძულებენ, არც მეტი, არც ნაკლები – გაიგუდონ! საათობით ჟანგბადის ნაკლებობით მიყენებულ სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებენ მოზარდების ორგანიზმს!

– ჯანმრთელობის რა დარღვევებს იწვევს პირბადის ხანგრძლივად ტარება?

– ცხვირსა და პირზე საათობით ნიღბის აფარება არღვევს სუნთქვის პროცესს, იწვევს ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას), რაც აფერხებს მოზარდის ფსიქო-სომატურ განვითარებას, ცალკეულ პათოლოგიურ პროცესთა პროვოცირებით, დასაბამს აძლევს საშიშ დაავადებათა აღმოცენება-ჩამოყალიბებას. დამტკიცებულია, რომ უპირატესად ჟანგბადდამოკიდებული და შესაბამისად, ჰიპოქსიისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ნერვული უჯრედები; ამის გამო, ჰიპოქსიის შედეგად, უპირველესად, ზარალდება ცენტრალური ნერვული სისტემა! ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლის ტვინი მობილიზდეს სწავლის პროცესისთვის, აღქმის, დამახსოვრების, ინფორმაციის გადამუშავება-შენახვისა და სხვა კოგნიტიურ ფუნქციათა გააქტიურებისთვის, ნიღბით გამოწვეული ჰიპოქსიის გამო სტრესულ სიტუაციასთან გამკლავების რეჟიმში გადადის. მართალია, ჯანმრთელ ორგანიზმს გააჩნია კომპენსატორული უნარები, ადაპტაციური მექანიზმები და შესაბამისად, ჰიპოქსიის დაწყებისთანავე, ბავშვისა თუ მოზარდის ორგანიზმი იწყებს გაძლიერებულ რეჟიმში ფუნქციობას, ჟანგბადის ნაკადის გადანაწილებას სიცოცხლისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოების – თავის ტვინის, გულის და თირკმელზედა ჯირკვლებისკენ, მაგრამ რატომ უნდა ჩავაყენოთ მოსწავლეთა ორგანიზმი მუდმივად ამ სტრესულ სიტუაციაში და ვაიძულოთ ჰიპოქსიის გამო შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავება?! და ეს მაშინ როცა, ნიღაბი არ იცავს კორონავირუსისგან! პირბადის ფორების ზომა რამდენიმე ასეულჯერ აღემატება ვირუსის დიამეტრს. გარდა ამისა, ამა თუ იმ ინფექციით ორგანიზმის დასნებოვნება მულტიფაქტორული პროცესია, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ინფექციის გამომწვევთან კონტაქტზე; ჟანგბადის ნაკლებობა კი, დიდ ზიანს აყენებს როგორც თავის ტვინის უჯრედებს, ასევე იმუნურ სისტემას და მთლიანად ორგანიზმს, მით უფრო, მოზარდის ორგანიზმს!

– განა კოვიდის ინფექცია უფრო მეტი რისკი არ არის მოზარდის ჯანმრთელობისთვის?

– უცხოეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრების კვლევებზე დაყრდნობით დასაბუთებულია, რომ ბავშვები ყველაზე ნაკლებად ინფიცირდებიან კოვიდით! ხოლო დასნებოვნების შემთხვევაში მსუბუქად, პრაქტიკულად გართულებების გარეშე გადააქვთ დაავადება. ფაიზერის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მაიკ იდონი აცხადებს, რომ გრიპი უფრო საშიშია ბავშვებისათვის, ვიდრე კოვიდი. ჩემი აზრით, ფაშისტია ის პედაგოგი, რომელიც ჯიბრში უდგას მოსწავლეს, თავად დაშინებული და დაპანიკებული – ნიღბიდან ცხვირის ამოყოფის საშუალებას არ აძლევს ბავშვს, ჟანდარმივით თუ ავტობუსის კონდუქტორივით აიძულებს, ნიღაბი მჭიდროდ დაიფიქსიროს ცხვირზე, სულის მოსათქმელად რამდენიმე ღრმა ჩასუნქთვის საშუალებასაც არ აძლევს გასავათებულ მოზარდს! მე ამ კატეგორიის პედაგოგებს მივმართავ, გაიხსენონ, გასულ წლებში რამდენჯერ მისულან თავად გრიპიანები, სიცხითა და სურდოთი, ხველითა და ყელის ტკივილით სკოლაში, იმისათვის, რომ არ ჩაეგდოთ გაკვეთილი თუ საკონტროლო წერა, რადგან აუცილებლად გამოცხადების მკაცრი მოთხოვნა ჰქონდათ დირექტორისგან. რამდენჯერ ყოფილან თავად ინფექციის წყარო მოსწავლეებისთვის! დღეს კი, გათბობის გამო ისედაც გამომშრალი, სადეზინფექციო ხსნარების აქროლადი კომპონენტებით გაჯერებული ჰაერის წესიერად ჩასუნთქვის საშუალებასაც არ აძლევენ ბავშვებს!

– რა სიმპტომები აქვს ჟანგბადის ნაკლებობას?

– მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ეგუება ნიღბებს, ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად აღენიშნებათ თავის ტკივილი და გაღიზიანებადობა, მოთენთილობა და ძილიანობა, ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ხშირად ამთქნარებენ, უქვეითდებათ შრომისუნარიანობა, მეხსიერება, ეფანტებათ ყურადღება, უსუსტდებათ აზროვნების და ინფორმაციის აღქმის უნარი. ჰიპოქსიამ შესაძლოა გამოიწვიოს სინკოპე – გულის წასვლა, ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვა, რომლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა გასულ სასწავლო წელს, ნიღაბაკრულ უფროსკლასელთა შორის, რამაც დიდი სტრესი მიაყენა არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ მათ თანაკლასელებსაც! იმის გამო, რომ ჰიპოქსიის პირობებში მყოფ ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის შესავსებად სისხლის გადანაწილება ხდება ტვინისა და გულისაკენ, ჟანგბადის “ნორმული ულუფა” აკლდება სხვა ორგანოებს – ფილტვებს, თირკმელებს, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და კანს; ბუნებრივია, ისინიც გადადიან სტრესულ-ფუნქციურ რეჟიმში. სწორედ ამ ორგანოებში იწყება პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ძვრები. მოზარდებს უმწვავდებათ აკნე, კანის სხვა გამოვლინებები, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კომპენსატორულ მექანიზმთა შესაძლებლობების ამოწურვის შემდეგ კი – პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმის ყველა სისტემაში იჩენს თავს!

– ჟანგბადის ნაკლებობა იმუნიტეტზეც ახდენს გავლენას?

– რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ჰიპოქსიის შედეგად ორგანიზმის დამცველობითი უნარი სუსტდება, ქვეითდება სენშეუვალობა და გამძლეობა, იმუნური სისტემის ცალკეული რგოლების მოშლით. ქრონიკული ჰიპოქსიის პირობებში ბავშვებს შესაძლოა გამოუვლინდეთ: ჰიპოტროფია (სხეულის არასაკმარისი წონა), კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, რეფლექსთა შესუსტება, კანის პათოლოგიები, საჭმლის მონელების დარღვევები, თანმხლები პათოლოგიების გამწვავება, სუნთქვის დარღვევის სინდრომი, ზემო სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, მომატებული აგზნებადობის სინდრომი, ფსიქო-სომატური განვითარება-ჩამოყალიბების სხვადასხვა ტიპის ანომალია და სხვა მრავალი! კვლევები ადასტურებს, რომ მსუბუქი ხარისხის ჰიპოქსიაც კი უარყოფითად აისახება აზროვნებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებზე, მეხსიერებისა და დასწავლის ფუნქციებზე. ქრონიკული ჰიპოქსია ასუსტებს ფოტორეცეპტორების ფუნქციასაც, აქვეითებს მხედველობას. მძიმე ხარისხის ჰიპოქსიამ შესაძლოა სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს ბავშვისა თუ მოზარდის ორგანიმზში: გულყრა, განვითარების შეფერხება, თავის ტვინის ფუნქციობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა. ნიღბის ხანგრძლივად აფარება უარყოფითად აისახება მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ სფეროზე, მოზარდებს ეწყებათ შფოთვის სინდრომი, გუნება-განწყობის დაქვეითება და დეპრესია!
წარმოიდგინეთ ახლა პირველკლასელის ფსიქიკური მდგომარეობა – ბავშვი, რომელმაც პირველად უნდა შეაბიჯოს სკოლაში, რომელიც ისედაც შფოთავს, ღელავს, ემოციურად დატვირთულია ახალ გარემოსთან, პედაგოგებთან, თანაკლასელებთან პირველი შეხვედრა-კონტაქტის გამო, გაათმაგებულ სტრესშია, ვერ ახდენს ახალი სახეების აღქმას, ვერ ამყარებს ემოციურ კონტაქტს, ვერ ხედავს მასწავლებლისა და თანატოლების გაღიმებულ სახეს, თავად ცხვირ-პირ აკრულია, საუბრისას იგუდება, და ეს არის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა? ამ რეგულაციების გამო სტრესშია ყველა – მშობელიც, შვილიც, მოსწავლეც და მასწავლებელიც!

– ალბათ, მასწავლებლებსაც უჭირთ პირბადით გაკვეთილის ჩატარება.

– ცხადია უჭირთ და ისინიც საფრთხეში აგდებენ თავიანთ ჯანმრთელობას! ნიღბის ტარების გამო როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს ფარინგიტის, ლარინგიტის და სახმო აპარატის დაზიანების საფრთხე ემუქრებათ.
ნიღაბაფარებულ მდგომარებაში სუნთქვა და მეტყველება აზიანებს ზემო სასუნთქ სისტემას, იწვევს ცხვირ-ხახისა და ხორხის ლორწოვანი გარსის გამოშრობას, ვნებს სახმო აპარატს. ნიღბით სუნთქვის პროცესში ირღვევა სუნთქვის ჩვეულებრივი აქტი – ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მონაცვლეობა. ნიღაბაკრულ ადამიანს მოგუდვის შეგრძნება აქვს და იძულებულია პირი გააღოს, პირით ისუნთქოს. ეს კი არა მხოლოდ სუნთქვის აქტის დარღვევა, არამედ დამაზიანებელი ფაქტორია ორგანიზმისათვის. როცა ადამიანი პირით იტაცებს ჰაერს, ლორწოვანი თანდათან შრება, ყელში ღიტინის შეგრძნება და წამოხველების სურვილი ჩნდება. ნიღაბი აკავებს ამოსუნთქულ ჰაერს, არ აძლევს მას გარემოში გავრცელება-გაბნევის საშუალებას, შედეგად ადამიანს უხდება ამოსუნთქული, ნახშირორჟანგითა და მიკრობებით გაჯერებული ჰაერის უკან ჩაშვება-ჩაბრუნება სასუნთქ სისტემაში. ამ ვითარებაში ქრონიკულად მყოფი ორგანიზმი კი დიდი საშიშროების წინაშე დგება!
ნიღაბი ქმნის ასპირაციის საფრთხეს, განსაკუთრებით, საუბრისას. ამ დროს ნერწყვი შესაძლოა საყლაპავის ნაცვლად სასუნთქ გზებში აღმოჩნდეს და ასპირაცია რესპირატორული დაავადებების (ცხვირის, ხახის, ბრონქების დაავადებათა) და პნევმონიის მიზეზი გახდეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს კარიესული კბილები, გინგივიტი (ღრძილების ანთება), ტონზილიტი (ნუშურების ანთება), გლოსიტი (ენის ლორწოვანის ანთება) და პირის ღრუს სხვადასხვა პათოლოგია აღენიშნება, გასაგები გახდება რა საშიშროების წინაშე დგება, საზოგადოდ, მათი ორგანიზმი.
მუდმივად „ცხელი,“ გამომშრალი და მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვა, უფრო სწორად, ამოსუნთქული ულუფების უკან ჩაბრუნება სასუნთქ სისტემაში, დასაბამს აძლევს ფარინგიტს- ხახის ლორწოვანი გარსის ანთებას, რაც ისედაც ბევრი მოსწავლის პრობლემა და საზოგადოდ, მასწავლებელთა პროფესიული დაავადებაა.

– ნუთუ, ამდენი ნეგატივი ახლავს პირბადის ტარების იძულებას?

– მეტსაც გეტყვით: ნიღაბაკრული ადამიანი მოსწავლეც და მასწავლებელიც ავტომატურად ხმამაღლა საუბრობს, რა დროსაც მბგერავი ნაოჭები არანორმულად ვიბრირებს და სახმო აპარატი მეტისმეტად იძაბება. სახმო აპარატმა დატვირთვას რომ გაუძლოს, სუნთქვის მართვა უნდა შეძლოს ადამიანმა, რასაც ნიღბის გამო ვერ ახერხებს, ვინაიდან მშრალი და დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა უწევს! გადაძაბული სახმო აპარატი კიდევ უფრო მეტად ზიანდება თანხმლები ჰიპოქსიის პირობებში, შედეგად კი ვითარდება ფონასთენია – ხმის ფუნქციური მოშლა, დისფონია-ხმის ჩახლეჩა. ნიღბის სისტემატურად გამოყენების შემთხვევაში, ხმის ჩახლეჩის მიზეზი შესაძლოა არა მხოლოდ ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გამოშრობა, არამედ ლარინგიტის განვითარებაც გახდეს. ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ან მისი შეშუპებაა, რა დროსაც, სახმო აპარატის ნორმალური ფუნქციობა ირღვევა და ხმა იხლიჩება. ქრონიკულად ნიღაბაკრულ მდგომარეობაში ყოფნა იწვევს მბგერავი ნაოჭების გასქელება-გამკვრივებას, ანთებითი პროცესებისა და შეშუპების განვითარებას, კვანძების წარმოქმნის პროვოცირებას, ხმის ტემბრის შეცვლას, ჩახლეჩას, სიმშრალეს, ნორმიდან არაერთ გადახრასა და პათოლოგიას.
გასათვალსწინებელია, რომ პედაგოგების უმეტესობას სხვადასხვა თანმხლები პათოლოგია – ართროზი, შაკიკი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია და ა.შ. აქვს. ყველა პათოლოგია ღრმავდება ქრონიკული ჰიპოქსიის ფონზე და ორგანიზმში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება!
ამგვარად, ნიღაბი მხოლოდ გუდავს, არ იცავს ვირუსების შეჭრისაგან, აზიანებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს, ვნებს სახმო აპარატს, აქვეითებს იმუნიტეტს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულების ჯანმრთელობას!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები