ვახტანგ ღლონტი: ეს თქვენი აზროვნებაა ასე შერყვნილი, პოლიტიკა რომ გასვრილთა ასპარეზი გგონიათ და შედეგიც გაქვთ შესაბამისი!

– “ტაძრიდან გამოსულ პატიოსან მლოცველს ჭინკა აე
დევნება…მიდის კაცი და ჭინკაც ჩუმად მიჰყვება უკან;
გზად ჯერ მაღაზიას ჩაუვლის;იმის იქით სადალაქოა;
ვითომ არაფერი – გასცდება იმასაც…გვერდს აუვლის
რამდენიმე სხვა ხასიათის დაწესებულებასაც და ბოლოს
საროსკიპო გამოჩნდება,- არცკი გაიხედავს იქეთკენ და
ცდილობს სწრაფად გაეცალოს ცოდვის ადგილს და აი,
სწორედ მაშინ,გადაუხტება ეს ჭინკა წინ და არცხვენს –
შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ,აქ – საროსკიპოსთან,რა გინ-
და,რას აკეთებო…ამ დროს – თავის გზაზე მიდიოდა კაცი…
ამ ჭინკასავით მართლებს და მართულებს მინდა კიდევ
ერთხელ მივმართო,განსაკუთრებით უნიჭო და უბიოგრა-
ფიო ხალხს…არასდროს გავივლებ გულშიც კი თქვენს
შეურაცხყოფას,მაგრამ როცა თავხედურად ბედავთ თქვენ-
ზე ბევრად ნამდვილებს საქმე ურჩიოთ,ვითომ შენიღბუ-
ლად და ვითომ სახალხოდ,თანაც იმ კრიტერიუმებით,
რომელსაც თავად ვერასოდეს დააკმაყოფილებთ,მაშინ,
ალბათ გეტყვიან და მიგანიშნებენ კიდეც თქვენი კუთვნი-
ლი ადგილისკენ…და თუ არ იცით,თქვენთვის უცნობ
ხალხზე რა იფიქროთ და რა ილაპარაკოთ – ვიღაცასთან
მაინც მოიკითხეთ სიმართლე,ოღონდ არა თქვენსავით
უმწიფრებთან ან მიდარაჯებულებთან…
,,არცოდნა არცოდვაა”,მაგრამ ხანდახან უსინდისობაც!.
დიახ,ყველამ თავისი საქმეს უნდა აკეთოს,მაგრამ ისიც ხომ
უთქვამთ – წესი გამონაკლისსაც გულისხმობსო!
დავით აღმაშენებელს თეიმურაზ-არჩილივით მხოლოდ ლე-
ქსი რომ ეწერა,საქართველო დღეს არ იქნებოდა…წარმოგიდ-
გენიათ,რა მოხდებოდა,ილია ჭავჭავაძეს მთელი თავის დრო
მწერლობისთვის რომ დაეთმო ან ექვთიმე თაყაიშვილს
მეცნიერების იქით რომ არ გაეხედა…სადა აქვს ნიჭიერ და
პასუხისმგებლიან ქართველს ამის ფუფუნება?!ეს თქვენი
აზროვნებაა ასე შერყვნილი,პოლიტიკა რომ გასვრილთა
ასპარეზი გგონიათ და შედეგიც გაქვთ შესაბამისი!ასჯერ
მითქვამს – სამშობლო მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეკუთ-
ვნის!…იქნებ ყველაზე ნაკლებად – სწორედ მათ…სულ ბა-
რიკადებზე ვიყავი და ყველაზე მძიმე დროში იმ ხალხთან
ერთად – დღეს რომ მიმობნეული არიან მაღალი ხარისხის
პანთეონებში და როცა საქმე გამარჯვებისკენ მიდიოდა –
სულ გავრბოდი,მაგისთვის არ მიომია-მეთქი და ბოლოს
ბურთი და მოედანი სწორედ პოლიტიკურ ,,ნაგვებს” რჩე-
ბოდათ;ახლა კი ვფიქრობ – ჯობს თავად აიტანო ზოგიერთი
არშემდგარის ეჭვიანი მზერა,ვიდრე შენი უფლებამოვალე-
ობანი ვიღაც ,,შემთხვევით მგზავრებს” გადააბარო!..
დიახ,მეფეც ბევრი გვახსოვს,მწერალიც და მეცნიერიც,მაგ-
რამ უპირველესი მამულიშვილობაა…და მე არც ვფიქრობ,
რომ ეს ქვეყანა მხოლოდ ამ კატეგორიის კაცთა სამართავია
ან გადასარჩენი;ქვეყანა უბრალო და წესიერ ხალხზე იდგა
მუდამ და თუ ამის თავი არ გაქვთ,უფროს თაობასთან საქ-
მის გარჩევა – ჯერ საკუთარი უფროსებით(ოჯახის წევრებს
ვგულისხმობ) დაიწყეთ – სწორი და კაცური ეს იქნება…
აბა,მე,ბიძიკო,ჯიშჯილაგში ჯვარზე ნამყოფი მყავდა ყველა
და თუ უფროს თაობას ვუბედავდი და ხანდახან სულ მარ-
ტოც ვყოფილვარ ამ ომში, ჩემი ცხოვრების წესი ამის უფლე-
ბას მაძლევდა,რადგან ერთხელაც არ გამქცევია კალამი სი-
ყალბისკენ და უბატონოდ,ვერცერთ დროში,ვერცვინ ჩამხე-
დავდა თვალში…
მერამდენედ ვნაყავ წყალს…
ეს ფეისბუკიც ერთგვარი სამარეა,ყველას რომ ათანასწორებს
თითქოს,თუმცა ზოგზოგები ზედმეტადაც ნუ მოიტყუებთ
თავს ამ საყოველთაო გათანაბრების შესაძლებლობით!
მე,პირადად,სხვისი სამარის გათხრას(ანუ მესაფლავეობას),
თავად რომ ვიყო მკვდარი – ის მირჩევნია!” – წერს ვახტანგ ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

***

კომენტარები