ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი

8-13 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი.

შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ წიქარიძე (100 კგ), ვეტერანთა შორის მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 88 კგ-ში შმაგი გოქაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

კომენტარები