„ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი.   ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ფეიკნიუსია“

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეანელებს ავტომობილით სვლას, კახა კალაძე საკუთარ დაცვის თანამშრომლებთან და მათ თითით ანიშნებს.

კახა კალაძემ განაცხადა:

„ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი.

ვიდეოკადრები თავადაც ვნახე. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ფეიკნიუსია“.

არ ვიცი, რა დავარქვა?! დავარქმევდი სამარცხვინობის უმაღლეს მწვერვალს და წერტილს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მზადდება „ფეიკნიუსი“. ვიდრე გაავრცელებდით, თქვენ ელემენტარულად შეგეძლოთ, დაგესვათ შეკითხვა, თუ ვის მიმართ იყო დაფიქსირებული ჟესტი, მაგრამ „ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს,  აქციის მონაწილეებს ვაჩვენე შუათითი, არასწორია. ზოგადად, თავშეკავებით არასდროს გამოვირჩევი და როდესაც მაქვს სათქმელი, ყოველთვის ვამბობ. არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითი აქციის მონაწილეების მისამართით ნამდვილად არ ყოფილა ნაჩვენები. ასე რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, ნამდვილად არ მომერიდებოდა“.

თუ ვისი მისამართით გამოიყენა აღნიშნული ჟესტი, კახა კალაძის თქმით:

„ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ადგილზე მყოფი დაცვის ორი თანამშრომლის მიმართ წყენა ბუნებრივად გამოვხატე“.

 

კომენტარები