ვითარება საქართველოს რეგიონებში – კოორნავირუსი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად, 2 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

-„ისინი პისიარ PRC ტესტების პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც სავარაუდოდ, პაციენტებს კლინიკიდან გაწერენ“, – განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა,, თემურ ნადირაძემ.

აჭარაში უკვე ორი კვირაა, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კლინიკაში  რჩება 4 პაციენტი. აქედან სამი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება. კვლევა თუ კვლავ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ისინი კლინიკებს დატოვებენ. მეოთხე პაციენტი რეანიმაციაშია, მას რამდენიმე დღეა ვირუსი აღარ უფიქსირდება. კაცი სხვა თანმდევი გართულებების გამო მკურნალობს.

ბათუმში, სასტუმროში „ვილმონდის“ საკარანტინო სივრცე 104 – მა მოქალაქემ დატოვა. ისინი 14-დღე ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდნენ.

თითოეულმა, საკარანტინო სივრცის დატოვებამდე, სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, დღეს დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა. იქ კორონავირუსის ახალიშემთხვევები გამოვლინდა და  დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება, ზომები გამკაცრდება. სოფელ გეტას გარდა, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მუშევანშიც.

ქვეყანაში კორონავირუსი 667 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი  გარდაიცვალა.

კომენტარები