„ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო წელს ბევრ ტრადიციაზე მოუწევს საქართველოში მოსახლეობას უარის თქმა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ პრესკონფერენცია გამართა.

-„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასურველი არ რის დიდი თავშეყრის ადგილები.  ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო წელს ბევრ ტრადიციაზე მოუწევს საქართველოში მოსახლეობას უარის თქმა.

წელს თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ჩვენი ძალიან კარიგ ტრადიციისგან, რაც გვაქვს ქართველებს და არა მარტო ქართველებს, თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს ამაზე მოგვიწევს უარის თქმა.

სასურველია, მომდევნო დღეებში გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქალაქეთა შეკრებებზე კვლავ დარჩეს ძალაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები