„ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად“

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მამა დიმიტრი ვეკუამ განაცხადა:

„ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა. 

გაგვაცნეს ინფორმაცია, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ, რომელიც პრესით გავრცელდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ესწრებოდა ამ შეხვედრას. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. . რამდენიმე წელია ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. მე ამ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში? მისი ძმა ჩვენს ეპარქიაში მსახურობს, დეკანოზია“.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღკვეთ ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა:

„საქმის მასალების მიხედვით, ჩანთა სადაც ნარკოტიკული საშუალება იყო მალანიას არ ეკუთვნოდა“.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე, 6 დეკემბერს დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

კომენტარები