ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კორონავირუსთან ბრძოლაში სამხედრო ძალებიც ჩაერთვება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ წარუდგინონ გეგმა შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ჩართულობის შესახებ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში

ამის შესახებ ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში.

წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს 22 აპრილამდე. პასუხისმგებელი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა.

მანამდე, შოიგუმ თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შექმნეს რეზერვი 10 ათასი სამხედრო და 3.5 ათასი ერთეული მძიმე ტექნიკისგან, იმისთვის,რომ რეგიონებს დაეხმარონ კოროვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში COVID-19.

წყარო : https://yandex.ru/turbo/s/russian.rt.com/russia/news/738628-minoborony-predlozheniya-borba-koronavirus?utm_source=yxnews&utm_medium=mobile&utm_referrer=https%3A%2F%2Fyandex.ru%2Fnews&brand=news

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები