ზაალ უდუმაშვილი: რუსთაველის გამზირზე შეკრებას საღამოს 20:00 საათის შემდეგ ვგეგმავთ, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება

მართლა შესულია ჩვენი სახლით განაცხადი მერიაში, 31 ოქტომბერს აქციის გამართვაზე, ოღონდ ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12:00 საათიდან, არამედ საღამოს 20:00 საათის შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, მას მერე, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

„მას მერე რაც საარჩევნო უბნები უკვე დაიხურება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი, როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები