ზაზა სარალიძე: „საამაყოა და მუდამ საამაყოდ დარჩება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ის ადამიანი ვინც პირველდ გახსნა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა“

დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში  პოსტი გამოაქვეყნა ზვიად გამსახურდიას ოჯახზე. სარალიძე  ცოტნე გამსახურდიას სტატუსს ეხმაურება:

ზაზა სარალიძემ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება მიულოცა.

„ვაზიარებ მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს კაცი,“- დაწერა ცოტნე გამსახურდიამ.

 ზაზა სარალიძე წერს:

„თორმეთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან,რომელიც არასდროს დამავიწყდება.

მაშინ 5 წლის იყო დათუჩა და 4 წლის მარიამი.
სამსახურიდან პირდაპირ სახლისკენ მეჩქარებოდა ბავშვებთან მეტი დროის გასატარებლად.

წინა დღით გვითხრეს რომ დამატებით უნდა გავსულიყავით რუსთაველზე სამუშაოდ.

როდესაც მიზეზი გვითხრეს რისთვის უნდა გვემუშავა, სამსახურებრივი მოვალეობები დაგვავიწყდა და ერთი სული გვქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე,რათა საკადრისი პატივი მიგვეგო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტისთვის!!!

არასდროს დამავიწყდება ის წამი, როდესაც მოასვენებდნენ ჩვენი ერის სიმდიდრეს და მისი სამარადისო გნსასვენებლისაკენ თვალი გამეპარა.

ვერც მაშინ დავძლიე პროვინციალიზმი და დარცხვენილმა თავი დავხარე.

ის იმდენად დიდი პიროვნება იყო,მისკენ გახედვა მერიდებოდა.

ვერც წლების შემდეგ ვძლიე პროვინციალიზმს და მისი ოჯახის წინაშე მუდამ თავდახრილი და თვალებდახრილი ვიქნები.

საამაყოა და მუდამ საამაყოდ დარჩება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ის ადამიანი ვინც პირველდ გახსნა ქვეყნის დამოუკიდებლობის გზა.

უფალმა გაანათლოს თქვენი სული ბატონო ზვიად!!!

თქვენს ოჯახს და დანატოვარს უფლის წყალობა არ მოაკლდეს!!!

 

კომენტარები