„ზოგი ბატებს დადევს პარტიული ბუკლეტებით და ზოგი კიდევ ბავშვთა გასართობი ცენტრის დირექტორს დაემსგავსა, იმდენ ბავშვს მიარბენინებს საარჩევნო აგიტაციისას“ – ირმა ინაშვილი

-„ზოგი ბატებს დადევს პარტიული ბუკლეტებით და ზოგი კიდევ ბავშვთა გასართობი ცენტრის დირექტორს დაემსგავსა, იმდენ ბავშვს მიარბენინებს საარჩევნო აგიტაციისას. გიორგი ვაშაძე, რომელიც პატრიოტებს 2%-ს უწინასწარმეტყველებს(2%-ზე რამდენჯერმე მეტი 3 ოქტომბერს იდგა თავისუფლების მოედანზე- 30 000 პატრიოტი!) ერთ-ერთი კომპანიიდან (ერთჯერადი ანაზღაურებით) ქირაობს ახალგაზრდა გოგონებს, რომ შეხვედრებისას ანტურაჟი შეუქმნან… ანუ პრეზენტაციებზე იდეური მხარდამჭერები და თანამოაზრეები კი არ იკრიბებიან, დაქირავებული სტუდენტები მოჰყავთ. თავად ამ სტუდენტებს რომ არ ეამბოთ ჩვენთვის, სიმართლე გითხრათ, ჩემი გონება მსგავს იმიტაციას, თუ აfერისტობას ვერც კი წარმოიდგენდა.
ჰოდა, სრულიად გარეკილი, არაადეკვატური, 1%-ს ქვემოთ მოფართხალე აfერისტები რომ ჩვენზე კნავიან, კარგია… ძალიან კარგია… იციან, სადაცაა მათი საქმე! იმედია, მიმართულების მინიშნება საჭირო არაა. ასეთებზე იტყვიან ხოლმე,- წადი, რა, ტოლი ნახე, კოჭი გააგორეო“, –  წერს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები