თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდგინდა – „აი ახლა კი ცუდად ვარ”

„კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლის” თავ­მჯდო­მა­რის, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის დე­დას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და.

-„დე­დას და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი, აი ახლა კი ცუ­დად ვარ”, – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თაკო ჩარ­კვი­ა­ნი.

თაკო ჩარ­კვი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი, 11 სექტემბერს და­უდ­გინ­და. მისი ვარაუდით, კო­რო­ნა­ვირუ­სი დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან გა­და­ე­დო. ის და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ .

-„2 სექ­ტემ­ბერს, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი, მიკრო­ფო­ნი, რო­მე­ლიც ბა­ტონ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს ეკე­თა, შემ­დეგ მე გა­მი­კე­თეს. სხვა შე­ხე­ბა მას­თან არ მქო­ნია, მაგ­რამ მისი მიკრო­ფო­ნი მე გა­მი­კე­თეს” – განაცხადა თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლეს, ბიზ­ნეს­მენ ჯონი გი­გან­საც. ამის შე­სა­ხებ სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

-„ჯან­მრთე­ლად ვარ და არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, თაკო ჩარ­კვი­ანს და მის მე­უღ­ლეს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, ვუ­სურ­ვებ მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას,” – წერს გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

კომენტარები