თამარ გაბუნია: „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოსახლეობის 20 პროცენტისთვის შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა, რაც არის 700 ათასი ადამიანი – მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან“

-„შესაძლოა, წლის ბოლომდე და 2022 წლის პირველი კვარტალში,  ვაქცინაციის ფონზე საქართველოში შეიქმნას კარგი დამცველობითი ფენა.

ამ შემთხვევაში ასტრაზენეკაზე შემიძლია ვისაუბრო, -გაფართოვდეს მოცვა, რაც შეიძლება, სწრაფად მივაღწიოთ მოსახლეობის იმ მოცვას, რაც მოგვცემს იმუნური ფენის განვითარების საშუალებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2022 წლის შუა პერიოდამდე მაინც დასჭირდება გლობალურად საზოგადოებას, რომ ეს იმუნური ფენა შეიქმნას. თუმცა, აქტიური ვაქცინაციის პროგრამის შემთხვევაში ჩვენთანაც შესაძლებელია, – დავუშვათ 2021 წლის ბოლომდე და 2022 წლის პირველი კვარტალში შეიქმნას ისეთი კარგი დამცველობითი ფენა ვაქცინაციის ფონზე, რაც ჩვენ თავიდან აგვაცილებს ინფექციის შემდგომ ტრანსმისიას.

„კოვაქსის“ პლატფორმიდან ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისთვის, რაც არის 700 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, „კოვაქსის“ მიღმა მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყანასთან, -კიდევ დამატებით მივიღოთ უფრო სწრაფად ის ვაქცინები, რაც ექნებათ ევროპის ქვეყნებს“, –განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ .

 

კომენტარები