თამარ გაბუნია: „შესაძლოა, საკარანტინო სივრცეში ადამიანის დაყოვნების პერიოდი შემცირდეს – თვეში სულ მცირე 7 000-მდე ტეესტის“

ვმსჯელობთ, რამდენად შეგვიძლია შევამციროთ კარანტინის დღეები, დავამატოთ მას ტესტირება იმისთვის, რომ რაციონალურად მოხდეს ტესტირების რესურსის გამოყენება და ადამიანსაც არ მოუხდეს დიდი ხნით კარანტინში დაყოვნება, თუ კი ამისი აუციელბლობა რისკების კუთხით არ არსებობს.

საუბარია იზოლაციისა და ტესტირების მექნიზმის ერთდროულად, კომბინირებულ გამოყენებაზე, დღესდღეობით კორონავირუსზე ტესტირება მე-12 დღეს კეთდება, შემდეგ კი მიიჩნევა, რომ ადმაიანი უკვე სარისკო აღარ არის.

კარანტინში დაყოვნების ხანგრძლივობა თუ შემცირდება, „დანარჩენი პერიოდის დაფარვა უნდა მოხდეს ტესტირებების საშუალებით“.

ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებს: იზოლაციის, საკარანტინე პერიოდისა და ასევე ტესტირების კომბინაციას,  იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა მაქსიმალურად დაბალი რომ იყოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ინტერვენციის ეფექტურობა. გავითვალისწინოთ, ასევე მასთან დაკავშირებული ხარჯები, ის, თუ რა რისკებთან გვაქვს ჩვენ დღეს საქმე, რამდენად მოახერხებს ამ რისკების შემცირებას რომელიმე მოდიფიკაცია.

დღევანდელ პირობებში ვსაუბრობთ მოგზაურებისთვის 12-დღიან სავალდებულო კარანტინზე, ასევე რამდენიმე ხანია უკვე მოქმედებს 72-საათიანი ტესტირების რეჟიმი, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ბიზნეს-ვიზიტორებისთვის. მათთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, გარკვეულ ბიზნეს-აქტივობებში რომ ჩაერთონ.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარანტინის პერიოდში ყველაზე ხშირად, დაავადება ვლინდება მეშვიდე დღეს. შემდეგი პერიოდი უკვე მეტად მშვიდია, თუმცა, შემთხვევები მე-12-13 დღესაც დაფიქსირებულა.

ჩვენ ვსაუბრობთ მოდიფიკაციაზე იმ კუთხით, რომ შემცირდეს საკარანტინე სივრცეში ადამიანის დაყოვნება. კერძოდ, – გადავიდეთ ტესტირებაზე. ამ შემთვევაში საუბარია იზოლაციაში ნაკლები დროით დაყოვნებაზე, მნიშვნელობა არ აქვს, თვითიზოლაცია იქნება თუ კარანტინი,- კარანტინი გარკვეულწილად იზოლაციის ერთ-ერთი ფორმაა. ამდენად, აქ საუბარია, რამდენად შეგვიძლია შევამციროთ კარანტინის დღეები და დავამატოთ მას ტესტირება იმისთვის, რომ რაციონალურად მოხდეს ტესტირების რესურსის გამოყენება და ადამიანსაც არ მოუხდეს დიდი ხანი კარანტინში დაყოვნება, თუ კი ამისი აუციელბლობა რისკების კუთხით არ არსებობს. ეს მოდელები დამუშავებულია, რა თქმა უნდა, ფინანსურად დათვლილია, რისკისა და სარგებლის ანალიზის საფუძველზე  საბჭო დღეს კიდევ ერთხელ საბჭო, ასევე ყველა უწყება, ვინც ჩართულია ამ პროცესში და შესაფერისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მოგეხსენებათ დღეს ქვეყანაში ტარდება ძალიან ფართო ტესტირება,  „მსოფლიო ბანკის“ დახმარებით, მარაგი შეივსო, დაგეგმილი გვაქვს  კიდევ შესყიდვები,  ქვეყანას თვეში სულ მცირე 7 000-მდე ტეესტის ჩატარების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 1315 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები