თამუნა კობალია: გიორგი გახარია ყველაზე კვალიფიციური კადრი და ძლიერი ძალაა სახელმწიფოსი ამიტომაც ებრძვიან მავანნი

20 ივნისს დაშავებული ახალგაზრდა სამართალდამცავის, გია ჯალაღონიას მეუღლე, თამუნა კობალია შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას სოციალური ქსელით ეხმაურება. გარდა ამისა კი, აღნიშნავს, რომ მისი დაშავებული მეუღლე შს მინისტრის დაფინანსებით საზღვარგარეთ მკურნალობს.

“ახლა ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაცნობოთ. ბ-ნი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ნახევარი საათია რაც გავაცილეთ მე და პატარა ლილუმ მამიკო.
მადლობა ბ-ნ მინისტრს გულისხმიერებისთვის და ასეთი საჩუქრისთვის.
კითხვაზე გადადგეს თუ არა მინისტრი გახარია? მსურს მოგახსენოთ, რომ კითხვაც კი დანაშაულია. ბ-ნი გიორგი ყველაზე კვალიფიციური კადრია. ის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი ძალაა სახელმწიფოსი. ამიტომაც ებრძვიან მავანნი.
ბ-ნო გიორგი, მოგმართავთ, როგორც ერთი დაზარარებული სამართალდამცავის მეუღლე, არ გაბედოთ გადადგომა! სწორედ რომ თქვენ უნდა გამოიძიოთ საქმის ყველა დეტალი და თითოეული დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული, ვინც არ უნდა იყოს ეს!
მე და ჩემს ოჯახს გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში.” – წერს თამუნა ქობალია

კომენტარები