თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, – აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. ამ ინფორმაციას გამოცემა Politico თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლი ამ ინფორმაციას უარყოფს:

-„უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდია. გასულ კვირას, აშშ-რუსეთის სამიტის წინ, ჩვენ უსაფრთხოების სფეროში 150 მილიონი დოლარის პაკეტი გამოვყავით, მათ შორის ლეტალური იარაღი. ჩვენ ახლა მივაწოდეთ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა. სამიტამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ნატოს სამიტზე მთელი მსოფლიოს წინაშე თქვა, – განვაგრძობთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რათა მან შეძლოს რუსეთის ფიზიკური აგრესიის წინააღმდეგ წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენ ასევე მოვამზადეთ სარეზერვო თანხები უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევისთვის. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირდაპირ უთხრა პრეზიდენტ პუტინს, ჩვენ ურყევი ვიქნებით უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“.

მანამდე გამოცემა Politico-მ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა.

კომენტარები