თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების მიდგომები მცირე მეწარმეობის მიმართ, რა დაბრკოლებები, წამახალისებელი ფაქტორები

თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მცირე მეწარმეობის მიმართულებით კვლევას ატარებს. კვლევის ფარგლებში საბჭოს წევრებმა უკვე 8 ფოკუს ჯგუფთან გამართეს შეხვედრები.
კვლევის მიზანია გამოიკვეთოს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების მიდგომები მცირე მეწარმეობის მიმართ, რა დაბრკოლებები, წამახალისებელი ფაქტორები, და მოლოდინები არსებობს ამ მიმართულებით და როგორია ინფორმაციის მიღების გზები.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება თელავის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ერთ ერთი მთავარი ამოცანაა. გენდერული თანასწორობის საბჭოს ამ კუთხით სხვადასხვა სახის ღონისძიება აქვს განხორციელებული.
კომენტარები