თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა, მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხელ გრემელაშვილს ბრალდების მხარე მეუღლესა და შვილების თანდასწრებით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ასევე არასრულწლოვანი შვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

გრემელაშვილი წადგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

-„მეუღლისა და შვილების მისამართით არ მიძალადია, არც უკანონო იარაღი მქონია სახლში“, – აცხადებს გრემელაშვილი.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

კომენტარები