თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა – „თბილისი ენერჯი“ გაზის დაგროვებას არ ადასტურებს

12 ივლისს, თემქაზე ე.წ. არაშენდას შენობაში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

კომპანია „თბილისი ენერჯიში“  გაზის დაგროვებას არ ადასტურებენ.

„თბილისი ენერჯი“  გამოძიების დასრულებას ელოდება. , თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ მისამართზე გაზის დაგროვება არ დასტურდება“, – განაცხადეს კომპანიაში.

 

კომენტარები