თენგიზ ცერცვაძე: „კვლევაში 500-მდე ის პაციენტი ჩაერთვება- საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება“
-„საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება. კვლევა დაახლოებით ორ კვირაში, თებერვლის დასაწყისში დაიწყება. კვლევაში 500-მდე ის პაციენტი ჩაერთვება.
კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი. გახანგრძლივებულ კოვიდზე მაშინ ამბობენ, როცა განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, – სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის ასეთი შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. ასევე, როცა პაციენტი განიკურნება, გაუვლის ყველა სიმპტომი, დაახლოებით 1 ან 2 თვის შემდეგ ისევ, ხელახლა გაუჩნდება რაღაც სიმპტომები, -სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა და სხვა.საქართველოში ასეთი პაციენტი ბევრია, ხშირად მოგვმართავენ. ჩვენთან, კლინიკაში, კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.
სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ოფიციალური კვლევა. გუშინ სამინისტროში შეხვედრა გვქონდა. სავარაუდოდ, 2 კვირაში ან 1 თებერვლიდან, ყველაზე შორს ორ კვირაში, დავიწყებთ კვლევას. ვინც კოვიდი გადაიტანეს, გამოვიძახებთ, ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, სრული გამოკვლევა ჩაუტარდებათ, როცა ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს. ეს იქნება კლინიკური გამოკვლევა. ისინი შეავსებენ სპეციალურ კითხვარს, უპასუხებ კითხვას, რა აწუხებთ. მათ ჩაუტარდებათ კვლევები, ეს იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლვევა, სუნთქვის გამოკვლევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სუნთქვის ფუნქცია რჩება ხანდახან დაზიანებული, ამის კვლევა ჩატარდება. დაიდება ზუსტი შედეგები, რამდენ პროცენტში ვითარდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი.
პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ. პირველ გამოკვლევას დაახლოებით ერთ თვეში დავასრულებთ.კვლევისთვის შეირჩევა ყველა პაციენტი, მძიმეც და მსუბუქიც. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ კლინიკიდან გაწერილი პაციენტები. ამ კვლევის შედეგად გაირკვევა არამხოლოდ ის, რამდენს ჰქონდა პოსტკოვიდური სინდრომი და რა ნიშნები ჰქონდათ, არამედ რამდენ ხანს გაუგრძელდათ. ერთ და 3 თვეში გაუარა თუ არ გაუარა ან გარდაიცვალა. ამის გარდა, დადგინდება, ეს პოსტკოვიდური სინდრომი არის ფუნქციური ანუ ორგანოები არ არის დაზიანებული, უბრალოდ ჩივილებია, თუ ამ ჩივილებს საფუძვლად ორგანოების დაზიანება უდევს. ზუსტი შედეგების დადების შემდეგ შედგება პროგრამა, რომლითაც ასეთ პაციენტებს საშუალება ექნებათ მიმართონ კოვიდკლინიკებს, უფასოდ ჩაიტარონ ეს გამოკვლევები. კვლევის ჩატარების შემდეგ გვეცოდინება, რაზე შევადგინოთ პროგრამა, რამდენ კაცს ველოდოთ და მათ რა გამოკვლევები დასჭირდებათ“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.
კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, -საშუალოდ, ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა.
ამ ინფორმაციას ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ