თეონა ნაცვალაძე: ჩვენ ვიწყებთ!
2 თებერვალს არასამთავრებო ორგანიზაცია ,,სიმართლის გზა” დაფუძნდება. პრეზენტაცია 15 საათზე, „სამთო ქიმიის“ შენობაში გაიმართება
-„გაცხადდება ჩვენი საერთო გეგმები, მიზნები და ამოცანები თუ, როგორ ვებრძოლოთ მარგინალ ,,ოპოზიციას”.
ხალხმა თავად მოვახდინოთ თვითორგანიზება და ღ ი ა დ ჩავერთოთ ყველა მიმდინარე პროცესში!
დ რ ო ა !!!!
სამთო ქიმია
პირველი სართული
ოფისი N12!”
” ჯგუფის წევრების და თანამოაზრეების ერთობლივი გადაწყვეტილებით, დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია
“სიმართლის გზა”
რაც, დღეს საჯარო რეესტრმა ოფიციალურად დაგვირეგისტრირა, ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულია ყველა ის პატრიოტი ადამიანი ვინც, აღშფოთებულია ქვეყანაში განვითარებული, რთული პოლიტიკური ვოთარებით, თურმე ჩვენს თმენის ვალდებულებასაც აქვს საზღვარი, ეს ვინმემ მუქარად არ ჩათვალოს, ჩვენ გვსურს, მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით ვიმოქმედოთ, შევაჩეროთ ქვეყანაში აწ უკვე გამოცდილი, ტოტალიტარული რეჟიმის დაბრუნების საფრთხე, რეჟიმის რომელმაც საქართველოს 80 პროცენტს დაატყო თავისი ვერაგული კვალი, ჩვენმა ქვეყანამ 9 წლის მანძილზე გადაიტანა ტოტალური ტერორი, დიქტატურა, სადიზმი, ჩვენ მომსწრენი გავხდით თვალწინ გვენახა, ქუჩაში ჩახოცილი უდანაშაულო ახალგაზრდები, ასობით ნაწამები მსჯავრდებული ციხებში, მიტაცებული მედია საშუალებები, წართმეული საკუთრებები, დაკარგული ტერიტორიები, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ადამიანების ფუზიკური შეურაცყოფა, გმირი ვეტერანების დარბევა, თავისუფალის აზრის ჩახშობის მიზნით, ეკლესიების ნგრევა, სიწმინდეების შელახვა, ტრადიციების და მენტალიტეტის ფეხქვეშ გათელვა,
ეს ყველაფერი
,,დემოკრატიის,, სახელით.. არა ბატონებო, ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიის სტანდარტებს და ევრო კონვენციას რაც, არაერთხელ დაგვიდასტურა ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენ ურთულესი გზებით, დიდი ზეწოლის, დაშინებების მიუხედავად, ოჯახების სიცოცხლის რისკის ფასად, დავუპირისპირდით ამ დესტრუქციულ ძალას და 2012 წელს პარტია ,,ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოსთვის“ ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას, იმედი გვქოდა ამ რეჟიმის მესვეურნი სათანადოდ დაისჯებოდნენ, უამრავი ჩვენი პატრიოტის სიცოცხლის ხელყოფის გამო, მაგრამ 8 წლიანმა ლოდინმა დაგვარწმუნა რომ, სამართლიანობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა, კოჰაბიტაცია რომელიც იყო დასავლეთის დავალება ჩვენი სახელმწოფოს მიმართ, ცუდად გამოიყენეს ამ 9 წლიანი რეჟიმის შემქმნელებმა, სახელმწიფოს შემოუტრიალდნენ ბუმერაბგის პრინციპით და 8 წლის მანძილზე, თითქმის ყოველ თვიურად, ძლადობრივად, ცდილობენ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმუქრებიან ღიად და საჯაროდ, რომ დაგვსჯიან ჩვენი წინააღმდეგობის გამო, გვემუქრებოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გვემუქრებიან ოპოზიაციაში ყოფნის დროს,ისინი არ იცვლებიან და არც შეიცვლებიან!!! ისინი აწყობენ პროვოკაციებს, გეგმავენ სახელმწიფო სტრუქტურებზე შტურმს, გადატრიალებას, არ ემორჩილებიან კანონს, კონსტიტუციას, საზოგადოების დიდ ნაწილთან გამოცხადებული აქვთ ფსიქოლოგიური ომი, ფიზიკურად უსწორდებიან სამართალდამცავებს, ხელოვნურად ბლოკავენ ქვეყნის წინ სხვლას, ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოდინებას, არეულობებით და დესტაბილიზაციით.. ჩვენი ნდობა დღევანდელმა ხელისფლებამ ბოლომდე ვერ გაამართლა, რომ არა კოჰაბიტაცია, რომ არა დამნაშავე, პოლიტიკური მოძრაობის მართლმსაჯულებისთვის არიდება, დღეს ქართველი საზოგადოება არ ვიქნებოდით ყოველდღიურ ნერვიულობის რეჟიმში, მათ როგორც ძალადობრივ, დამნაშავე მოძრაობას უნდა აკრძალვოდა ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც მორალურად ნამდვილად არ გააჩნდათ!(არ გააჩნიათ) ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ეს ორგანიზაცია ამ ყველაფერზე უკვე საჯაროდ, ღიად, შეიძლება ქუჩაში გასვლითაც იტყვის მხოლოდ სიმართლეს, ივლის მხოლოდ სიმართლის გზით, და ბოლოს დიახ, სიმართლის გზით დავასრულებთ ბოროტებას!…ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს ვისთვისაც, ჩვენი სამომავლო გეგმები მისაღები იქნება, ვისაც სურს სამართლიანობა აღდგეს და მშვიდობამ დაისადგუროს ქვეყანაში..ჩვენი ორგანიზაციის ბრიფინგი, მედია საშუალებებისთვის დაიგეგმება უახლოეს მომავალში და მაშინვე თვქვენც ინფორმირებული გახდებით , სასურველი იქნება თქვენი დასწრებაც სურვილის შემთხვევაში, ერთად შევცვალოთ დღევანდელი პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში, ხალხშია ძალა და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, ჩვენია ეს ქვეყანა და სანამ დროა, კიდევ შეგვიძლია ვუშველოთ, გამოვიყვანოთ ამ ჩიხიდან.. ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია, ენა, მამული სარმწუნოება!
ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ვისაც სურს შემოგვიერთდეს და გახდეს ორგანიზაციის წევრი, გთხოვთ მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში..
ჩვენ ვიწყებთ!“ – წერს ემიგრანტი თეონა ნაცვალაძე.