„თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, ქვეყანაში რამდენი შემთხვევა იქნება – 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე თუ იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება 70%-ით“ – პაატა იმნაძე

-„თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, ქვეყანაში რამდენი შემთხვევა იქნება.  ძალიან მნიშვნელოვანია – გუშინ უკვე განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში, ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, – ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში პოლიმერაზა-ჯაჭვურ რეაქციასთან ერთად ასე ვთქვათ, ორივე იქნება გამოყენებაში.

პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად. მინდა ყველას მოვუწოდო, ჩვენ თუ გვეკეთება პირბადე, ის არსებული და არა დამამშვიდებელი პროგნოზები, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მცირდება. თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში, კორონავირუსის 1 941 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა.

1 941 შემ­თხვე­ვი­დან თბი­ლის­ში 1034 შემ­თხვე­ვაა, აჭა­რა­ში – 320, იმე­რეთ­ში – 258, ქვე­მო ქარ­თლში – 107, შიდა ქარ­თლში – 68, გუ­რი­ა­ში – 12, სა­მეგ­რე­ლო­სა და ზემო სვა­ნეთ­ში – 49, კა­ხეთ­ში – 37, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში – 36, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში – 18, რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთ­ში- 2.

ამ ეტაპ­ზე, აქ­ტი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არის 16 121. 3 571 მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში – 1 762, აჭა­რა­ში – 686. მძი­მე პა­ცი­ენ­ტი არის 427, მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 232, აჭა­რა­ში – 77. აქე­დან, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე არის 97 პირი – მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 54, აჭა­რა­ში – 20. 2 293 პირი არის კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში, მათ შო­რის, 1 353 – აჭა­რა­ში, ხოლო 728 – თბი­ლის­ში. 10 257 მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­შია 4 180 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში – 849, აჭა­რა­ში – 2 183.

სულ 6-23 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში, სა­ზღვრი­დან გა­დაყ­ვა­ნი­ლია – 7 916 პირი.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 28 069 პირი, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში – 3 758 პირი, აჭა­რა­ში – 11 764, იმე­რეთ­ში – 3 741.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163, გარდაიცვალა 193 პაციენტი.

კომენტარები