თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება:

22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში,საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს” ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.

საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა.

კომენტარები