თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გოგოს, რომელიც სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მეექვსეკლასელგოგონას, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.

არასწულწლოვნის ოჯახის სამი წევრი სტიქიის შედეგად დაიღუპა. გოგოს მშობლების ცხედრები მაშველებმა მეწყრული მასიდან გუშინ ამოიყვანეს, ხოლო მისი მოზარდი ძმის ცხედარი დღეს იპოვეს. როდესაც ტერიტორია დაიმეწყრა, მეექვსეკლასელი გოგო შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

კომენტარები