თურქეთში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული, თურქეთში სრული ლოკდაუნი

თურქეთში კორონავირუსის სამი შტამი – ბრიტანული,  სამხრეთაფრიკული და  ბრაზილიური შტამები დაფიქსირდა.

თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის. მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის  განცხადებით, -„ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა, ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მძიმე შედეგს მივიღებთ ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“.

ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.

სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.

თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.

თურქეთში ”ჩინური წარმოების სინოვაკით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი  მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყო .

თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს

თურქეთი მაისში 100 000 000 დოზა ფაიზერის შეტანას გეგმავს, პრიორიტეტულ ჯგუფში იქნებიან მასწავლებლები.

ჩინური ვაცქინის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათმა ვაქცინამ ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ ეფექტურობა აჩვენა ჩატარებულ კვლევებში.

პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, 

კომენტარები